მყარსაწვავიანი რაკეტული ძრავა
მყარსაწვავიანი რაკეტული ძრავა (მრძ), დენთის რაკეტული ძრავა — მყარი სარაკეტო საწვავით მომუშავე რეაქტიული ძრავა. მრძ-ში მთელ საწვავს მუხტის სახით ათავსებენ წვის კამერაში; ძრავა მუშაობს განუწყვეტლივ, საწვავის მთლიანად დაწვამდე. მრძ-ს უმთავრესად იყენებენ რეაქტიულ არტილერიაში, აგრეთვე კოსმონავტიკაში კოსმოსური საფრენი აპარატების მამუხრუჭებელ ძრავებად და რაკეტა-მატარებლის პირველი საფეხურების ძრავებად. მრძ შედგება კორპუსისა (წვისკამერა) და რეაქტიული საქშენისაგან. ნახევრად ბლანტ მყარ რაკეტულ საწვავს ასხამენ მრძ-ს კორპუსში გამყარების შემდეგ საწვავი მჭიდროდ ეკვრება კედლებს და მათ იცავს ცხელი აირებისაგან ზოგჯერ კამერაში ათავსებენ დაწნეხილ მყარ საწვავს. საწვავს ანთებს მაალებელი მოწყობილობა. მრძ-ს წევას ცვლიან მუხტის წვის ზედაპირის ცვლილებით ან საქშენის კრიზისული ჭრილის ფართობის შეცვლით, წევის მიმართულებას კი — აირის საჭეებით, დეფლექტორით, ძირითადი ძრავას მოქანავე საქშენებით და სხვა; აქტიური უბნის ბოლოში მოცემული სიჩქარის შესანარჩუნებლად ძრავას კამერაში სწრაფად ამცირებენ წნევას, გადახრიან რეაქტიულ ჭავლს და სხვა.
მრძ-ს წევის დიაპაზონი ნ-ის მეასედი ნაწილებიდან 10-15 მეგნ-მდე აღწევს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 239.