მღერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მღერა — უძველესი ქართული ხალხური ტერმინი, ადრინდელი მნიშვნელობით — თამაშობა, XII საუკუნიდან სიმღერაც.

მღერის ორგვარი გაგება მოცემულია ვეფხისტყაოსანში: „ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი, იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი“, მაგრამ აქვე, II თავში, მღერა თამაშობის სინონიმია:„მეფესა ესე ამბავი უჩს ვითა მღერა ნარდისა...“ XII საუკუნიდან ამ ტერმინის პირვანდელი მნიშვნელობა მივიწყებულია, თუმცა XVII—XVIII საუკუნეებში მხატვრულ ლიტერატურაში მეტად იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება მღერის ძველი მნიშვნელობით გამოყენების შემთხვევა. მაგ., არჩილის „საქართველოს ზნეობანის“ მე-17 სტროფი ასე იწყება: „ჭადრაკის მრერა, ნარდისა და სხვა რაც რამა ყუმარ... ხტომა, ქვის გდება, რკინობა, მოგვერდი, ფანდიც რამ არი...“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938;
  • ჩხიკვაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 1984