შავერდა მღებრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მღებრიშვილი, შავერდა)

შავერდა მღებრიშვილი (დ. 1715 - გ. უცნობია) — ქართველი სახალხო გმირი, რომელმაც განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა თაბორის ციხის აღებაში. 1747 წელს თაბორის ციხის აღების დროს იგი პირველი აიჭრა კოშკზე და ეკვეთა მტერს. სივიწროვის გამო იარაღის გამოყენება ვერც ერთმა მოახერხა და ერთმანეთს ხელით შეეჭიდნენ, რის შემდეგაც შავერდამ მტერს სძლია. მას მიეხმარნენ სხვა ქართველებიც და ერთად მოახერხეს კოშკის აღება, რომელშიც მეფე ერეკლე II-მ ქართველები ჩააყენა და ციხე დაიკავა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]