მღებრისუბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მღებრისუბანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს აღმოსავლელით, 1,5 კილომეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ნასოფლარი იხვნება, ამიტომ ნასახლართა კვალი ცუდადაა შემორჩენილი. უხვად იპოვება თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ნასოფლარის აღმოსავლეთ ნაწილში იდგა გვიანდელი ფეოდალური ხანის ღებისუბნის ეკლესია, რომელიც ნაგები იყო რიყიდა და ნატეხი ქვით. ეკლესია დანგრეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]