მქირდავა
იერსახე
| მქირდავა | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Hippolais icterina | |||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||
| Hippolais | |||||||||||
| |||||||||||
მქირდავა (ლათ. Hippolais) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. პატარ-პატარა ზომის ფრინველებია. ბინადრობენ ფოთლოვან ტყეებსა და პარკებში, ხშირ ბუჩქნარებში, ტყისპირებში, უდაბნოებში, მთების კალთებზე, ველებსა და ჭალებში, ბუდეს იკეთებენ ხეზე, ბუჩქსა და მიწაზე. დედალი 4-6 კვერცხს დებს, კრუხობა 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან წვრილი მწერებითა და მათი მატლებით, კენკრით. მქირდავებიდან საქართველოში ბუდობს ერთი — დიდი ბუტბუტა (ლათ. Hippolais pallida), რომელიც ზამთარს აფრიკაში ატარებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 235.