შინაარსზე გადასვლა

მუჰიბე დარგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუჰიბე დარგა (თურქ. Muhibbe Darga; დ. 13 ივნისი, 1921, სტამბოლი, თურქეთი — გ. 6 მარტი, 2018, იქვე) — თურქი არქეოლოგი. ის იყო დარუგაზადე მეჰმეთ ემინ ბეის შვილიშვილი, სულთან აბდულჰამიდ II-ის პირველი კამერჰერი, პოეტი და თარჯიმანი, რომელმაც ჟიულ ვერნის ნაწარმოებები გადათარგმნა ფრანგულიდან თურქულად.

დარგა დაიბადა 1921 წლის ივნისში,[1] სტამბოლში და ფრანგი გუვერნანტი ქალები აღზარდეს. სწავლობდა პარიზსა და სტამბოლში. მამამისი ექიმი იყო და მამის პროფესიული ვალდებულებების გამო, ის 1930 წლიდან, ოჯახთან ერთად, ანატოლიაში მოგზაურობდა. რომაული და ბერძნული ისტორია, დებატები ხელოვნებისა და ლიტერატურის შესახებ, იყო მათი სადილისას განხილული თემები, რაც გვიანდელი ოსმალური ეპოქის ინტელექტუალური ოჯახისთვის იყო დამახასიათებელი. უფრო მეტიც, ოჯახი ქალაქის ყველა რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავდა, როგორიცაა შობა, აღდგომა, რამადანი და სადღესასწაულო ფესტივალები.

1940-იანი წლების დასაწყისში, დარგა სწავლობს სტამბოლის უნივერსიტეტის ხეთოლოგიის ფაკულტეტზე. ის ამ ფაკულტეტზე ხვდება ბევრ ცნობილ არქეოლოგს, ხოლო ეს მიმართულება, პროფესორ თეოდორ ბოსერტმას მიერ დაარსდა, რომელმაც გერმანიიდან თურქეთში გამოიქცა. მისი ენთუზიაზმი და პიროვნული თვისებები, საუკეთესოდ ფრანგული და გერმანული ენების ცოდნა, და რა თქმა უნდა, არქეოლოგიის გატაცებამ, მასზე ყურადღების გამახვილების მიზეზი გახდა.

მას შემდეგ, რაც პროფესორმა ბოსერტმა ქარათეფესთან, ხეთების ეპოქის უაღრესად მნიშვნელოვანი გათხრების არეალი აღმოაჩინა, დარგა 1940-იანი წლებიდან მას თან ახლავს. იმ პერიოდში, დარგამ ბევრი რამე ისწავლა მისი დამრიგებლისგან, თურქეთის ისტორიისა და არქეოლოგიის მნიშვნელობაზე. გერმანიასა და საფრანგეთში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შემდეგ, მან კონცენტრირება მოახდინა ფილოლოგიაზე, შედეგად იგი პროფესორის წოდებამდე მიაღწია. თავის წიგნში „ქალები ანატოლიაში“, იგი საუბრობს ქალთა მდგომარეობა ამ მიწებზე. ამით იგი დაიმსახურა არა მხოლოდ ინტელექტუალების ყურადღება, არამედ ზოგადად საზოგადოების.

გარდაიცვალა სტამბოლში, 2018 წლის მარტში, 96 წლის ასაკში.[2]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-08. ციტირების თარიღი: 2018-05-02.
  2. Muhibbe Darga, one of Turkey’s first woman archeologists, laid to rest