მუჰამედ ჰადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამედ ჰადი
დაბადების თარიღი 1879[1]
დაბადების ადგილი შემახა
გარდაცვალების თარიღი მაისი, 1920[1]
გარდაცვალების ადგილი განჯა
დასაფლავებულია განჯა
საქმიანობა მწერალი და პოეტი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
ჟანრი რომანტიზმი

მუჰამედ ჰადი (ნამდვილი სახელი აღა მუჰამედ ჰაჯი აბდუსალიმ-ოღლუ) (დ. 1879, შემახა ― გ. მაისი, 1920, განჯა) — აზერბაიჯანელი პოეტი. რომანტიკოსი. ფლობდა სპარსულ და არაბულ ენებს, შეისწავლა აღმოსავლური ლიტერატურა, თეოლოგია, ფილოსოფია, პირველი ლექსები 1905 გამოაქვეყნა. ჰადის შემოქმედებაში ჭარბობს სოციალური და ფილოსოფიური მოტივები. ტრადიციული ფორმის მის ლექსებს ახასიათებს აღმოსავლური ფიგურალობა. ენა გადატვირთულია სპარსულ-არაბული ლექსიკით. შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ აზერბაიჯანელ პოეტებთან საბირსა და საჰათთან. ეწეოდა პუბლიცისტურ და მთარგმნელობით მოღვაწეობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Faceted Application of Subject Terminology