შინაარსზე გადასვლა

მუჰამედ მოჰამადულაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამედ მოჰამადულაჰი
ბენგ. মোহাম্মদ মুহম্মদুল্লাহ
დაბადების თარიღი 21 ოქტომბერი, 1921(1921-10-21)
დაბადების ადგილი Raipur Upazila
გარდაცვალების თარიღი 12 ნოემბერი, 1999(1999-11-12)[1] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი დაკა
მოქალაქეობა  ბანგლადეში
 ბრიტანეთის ინდოეთი
 პაკისტანი
განათლება დაკის უნივერსიტეტი, კოლკატის უნივერსიტეტი, Surendranath College და Surendranath Law College

მუჰამედ მოჰამადულაჰი (დ. 21 ოქტომბერი, 1921 — გ. 12 ნოემბერი, 1999) — ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტი. მოჰამადულაჰი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა 1973 წლის 24 დეკემბერს, პრეზიდენტად აირჩიეს 1974 წლის 24 იანვარს, ხოლო თანამდებობის ფიცი დადო 1974 წლის 27 იანვარს. იგი პრეზიდენტის თანამდებობაზე 1975 წლის 25 იანვრამდე დარჩა.

ადრეული წლები და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჰამადულაჰი დაიბადა საიჩაში, რაიპურში, 1921 წლის 21 ოქტომბერს.[2] მამამისი, მუნში აბდულ ვაჰაბი, სოციალური მუშაკი იყო. 1943 წელს მან დაასრულა საშუალო სკოლა (SSC) ლაქშმიპურის ადარშა სამადის სახელობის სამთავრობო უმაღლეს სკოლაში. მოჰამადულამ მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ისტორიაში დაკას უნივერსიტეტში, ხოლო სამართლის ბაკალავრის (LLB) ხარისხი მიიღო ჯერ კოლკატის რიპონის კოლეჯში და იმავე, 1948 წელს, კვლავ დაკას უნივერსიტეტში. 1950 წელს იგი დაკას ადვოკატთა ასოციაციის წევრი გახდა, ხოლო 1964 წელს დაკას უმაღლეს სასამართლოში ადვოკატად ჩაირიცხა.[2] [3]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჰამადულაჰი 1950 წლიდან იყო აღმოსავლეთ პაკისტანის ავამი ლიგის (Awami League) აქტიური წევრი.[3] იგი ნავაბპურში მდებარე ავამი ლიგის ოფისში მივიდა და შეიხ მუჯიბურ რაჰმანს უთხრა, რომ სურდა მოხალისედ ემუშავა პარტიისთვის, რის შემდეგაც საქმიანობა ოფისის მენეჯმენტით დაიწყო.[4] 1953 წელს იგი აირჩიეს აღმოსავლეთ პაკისტანის ოფისის მდივნად და ეს თანამდებობა, შეიხ მუჯიბურ რაჰმანის წარდგინებით, 1972 წლამდე ეკავა.[3][4] იგი აქტიურად მონაწილეობდა 1966 წლის „ექვსი პუნქტის მოძრაობაში“, რის გამოც დიდი ხნით იყო დაპატიმრებული. 1970 წელს მოჰამადულაჰი ავამი ლიგის სიით აღმოსავლეთ პაკისტანის პროვინციულ ასამბლეაში აირჩიეს.[3] 1971 წელს, ბანგლადეშის განმათავისუფლებელი ომის დროს, იგი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, საიდ ნაზრულ ისლამის პოლიტიკურ მრჩევლად დაინიშნა.[3]

1972 წლის 10 აპრილს იგი აირჩიეს ბანგლადეშის დამფუძნებელი კრების (განოპარიშადის) ვიცე-სპიკერად, ხოლო იმავე წელს გახდა სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი. 1972 წლის 12 ნოემბერს იგი სპიკერად აირჩიეს. მოჰამადულაჰი პარლამენტის (JS) წევრად აირჩიეს რაიპურ-ლაქშმიპურის საარჩევნო ოლქიდან და 1973 წელს კვლავ დაიკავა პალატის სპიკერის თანამდებობა.

იგი რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა 1973 წლის 24 დეკემბერს, ხოლო პრეზიდენტი 1974 წლის 24 იანვარს. 1975 წლის იანვარში მიიღეს მეოთხე შესწორება, რომელმაც მაშინდელი პრეზიდენტი მოჰამედ მოჰამადულაჰი თანამდებობიდან გადააყენა და პრეზიდენტად ხუთი წლის ვადით ბანგაბანდჰუ შეიხ მუჯიბურ რაჰმანი დანიშნა.[5]

1975 წლის 26 იანვარს იგი შეიხ მუჯიბურ რაჰმანის კაბინეტში მიწის ადმინისტრირებისა და მიწის რეფორმების მინისტრად დაინიშნა. 1975 წლის აგვისტოში, შეიხ მუჯიბის მკვლელობის ორგანიზატორებმა იგი ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს. 1980 წელს მოჰამადულაჰი „ბანგლადეშის ნაციონალისტურ პარტიას“ (BNP) შეუერთდა. 1982 წლის მარტში პრეზიდენტმა აბდუს სატარმა იგი ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა, თუმცა ამ თანამდებობაზე მან მხოლოდ ერთი დღე დაჰყო, რადგან ქვეყნის მართვის სადავეები გენერალმა ჰუსეინ მოჰამედ ერშადმა ჩაიგდო ხელში. 1991 წელს მოჰამადულაჰი კიდევ ერთხელ აირჩიეს პარლამენტის (JS) წევრად BNP-ის სიით.[3]

მოჰამადულაჰი 1999 წლის 12 ნოემბერს, 78 წლის ასაკში გარდაცვალა. იგი დაკრძალულია ბანანის სასაფლაოზე, სამხედრო-საზღვაო შტაბ-ბინის მახლობლად.[3]

  • მეფე ჯიგმე სინგეს ინვესტიტურის მედალი (ბჰუტანის სამეფო, მიენიჭა: 2 ივნისი, 1974).[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Munzinger Personen
  2. ↑ Iftikhar-ul-Awwal (2006). „Life Sketches: Lieutenant-Governors, Governors & Presidents“, Hundred Years of Bangabhaban, 1905-2005. Press Wing Bangabhaban, გვ. 344. ISBN 978-984-32-1583-3. 
  3. 1 2 3 4 5 6 7 Mohammadullah, Mohammad. ციტირების თარიღი: 11 November 2016
  4. 1 2 Mujibur Rahman, Sheikh (2012). The unfinished memoirs. Oxford University Press, გვ. 210–211. ISBN 978-0-670-08546-0. OCLC 840484565. 
  5. ↑ Liton, Shakhawat. „Did Gen Zia abolish Sangsad's power?“. The Daily Star. ციტირების თარიღი: 26 June 2015.
  6. ↑ Final Programmes for The Coronation and The Silver Jubilee Celebration