შინაარსზე გადასვლა

მუჰამად ბენ მუსა ალ-ხვარაზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მუჰამედ ბენ მუსა ალ-ხორეზმი)
მუჰამად ბენ მუსა ალ-ხვარაზმი
არაბ. أبو عبد الله محمد بن موسى الخوارزمي
დაბ. თარიღი 780[1] [2] [3]
დაბ. ადგილი უცნობი
გარდ. თარიღი 850[1] [2]
გარდ. ადგილი სავარ. ბაღდადი, აბასიანთა სახალიფო[3] [4]
საქმიანობა მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოგრაფი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და ისტორიკოსი
მუშაობის ადგილი სიბრძნის სახლი

მუჰამად ბენ მუსა ალ-ხვარაზმი (სპარს. محمد بن موسی خوارزمی; დ. დაახლ. 780, ხვარაზმი — გ. დაახლ. 850) — სპარსი მათემატიკოსი, ასტრონომი და გეოგრაფი.[5][6] წარმოშობით ხვარაზმიდან იყო. VIII საუკუნის ბოლო წლებში გადასახლდა ბაღდადში, სადაც 815 წლიდან სათავეში ჩაუდგა „სიბრძნის სახლს“, — ბაღდადის ხელნაწერთა საცავს. არითმეტიკისა და ალგებრის მისმა ფუძემდებლურმა ტრაქტატებმა დიდი გავლენა მოახდინა მათემატიკის განვითარებაზე. მან პირველმა გამიჯნა ალგებრა არითმეტიკისგან და განიხილა იგი როგორც დამოუკიდებელი საგანი. ტერმინი „ალგებრა“ მისი წიგნის სათაურიდან მომდინარეობს (კერძოდ სიტყვიდან al-jabr, რაც ნიშნავს „დასრულებას“ და „ხელახლა გაერთიანებას“). ასევე, მისი სახელის ლათინურ ვერსიიდან (Algorithmi) მომდინარეობს სიტყვები ალგორითმი და ალგორიზმი.[7]

  1. 1.0 1.1 Brentjes S. Khwārizmī: Muḥammad ibn Mūsā al‐KhwārizmīSpringer Science+Business Media, 2007.
  2. 2.0 2.1 O'Connor J., Robertson E. Abu Ja'far Muhammad ibn Musa Al-Khwarizmi — 1994.
  3. 3.0 3.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118676180 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  4. MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  5. Toomer 1990
  6. Oaks, Jeffrey A.. Was al-Khwarizmi an applied algebraist?. University of Indianapolis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-15. ციტირების თარიღი: 2008-05-30.
  7. Daffa, Ali Abdullah al- (1977). The Muslim contribution to mathematics. London: Croom Helm. ISBN 978-0856644641.