მუჰამედ ბაქირ კალიბაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამედ ბაქირ კალიბაფი
სპარს. محمدباقر قالیباف
ირანის დროშა ირანის მეჯლისის მე-7 თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 მაისი 2020 – 22 აგვისტო 2017
პრეზიდენტი  ჰასან რუჰანი
იბრაჰიმ რაისი
წინამორბედიალი ლარიჯანი

წინამორბედიმაჰმუდ აჰმადინეჟადი
მემკვიდრემუჰამედ ალი ნაჯაფი

დაბადებული23 აგვისტო 196 (60 წლის)
თორკაბე, ხორასანი, ირანი
პოლიტიკური პარტიაისლამური რევოლუციური ძალების სახალხო ფრონტი
მეუღლეზაჰრა-სადათ-მოშირი-ესთეხარეჰი (1982 წ.)
წოდებაგენერალი
რელიგიაისლამი შიიზმი
ხელმოწერა

მუჰამედ ბაკირ კალიბაფი (სპარს. محمدباقر قالیباف დ. 1961 წლის 23 აგვისტოს ირანი, ტორკაბი, ხორასანი)— ირანელი სახელმწიფო მოღვაწე, თეირანის მერი 2005 წლის 3 აგვისტოდან 2017 წლის 22 აგვისტომდე.

კალიბაფი 2000 წლიდან 2005 წლამდე გახლდათ  ირანის პოლიციის უფროსი   და 1997 წლიდან 2000 წლამდე რევოლუციური გვარდიის საჰაერო ძალების მეთაური.

იგი ტარბიატ მოდარესის უნივერსიტეტის  დოქტორის ხარისხის მფლობელია პოლიტიკურ გეოგრაფიაში.

მუჰამედ ბაკირ კალიბაფი არის Airbus– ის  თვითმფრინავის მართვის სერტიფიცირებული მფრინავი. მან სამხედრო კარიერა 1980 წელს ირან-ერაყის ომის დროს დაიწყო. 1982 წელს გახდა იმამ რეზას ბრიგადის მთავარი მეთაური და 1983 წლიდან 1984 წლამდე იყო ნასრის დივიზიის მთავარი მეთაური. ომის დასრულების შემდეგ, ის გახდა საინჟინრო ფირმა „ჰათამ ალ-ანბიას“ მმართველი დირექტორი, რომელსაც აკონტროლებს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი, 1996 წელს ალი ხამენეიმ დაინიშნა IRGC საჰაერო ძალების მეთაურად. ოთხი წლის შემდეგ იგი გახდა ირანის პოლიციის უფროსი მას შემდეგ, რაც წინა მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს 1999 წელს სტუდენტთა საპროტესტო აქციების შემდეგ. ის ასევე დაინიშნა პრეზიდენტ მოჰამედ ხათამის წარმომადგენლად 2002 წელს კონტრაბანდის საწინააღმდეგო კამპანიის დროს. 2005 წლის სექტემბერში ის თეირანის საქალაქო საბჭომ აირჩია  თეირანის მერად. იგი აგრეთვე  თეირანის უნივერსიტეტის პროფესორია.[1][2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჰამედ ბაქირ კალიბაფი დაიბადა 1961 წლის 23 აგვისტოს მეშჰედში, მამა ქურთი გახლდათ, ხოლო დედა — სპარსელი.

ირან-ერაყის ომის დროს მსახურობდა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) სპეცრაზმში, შემდეგ კი — საჰაერო ძალებში (ასევე გვარდიის კორპუსის შემადგენლობაში). 1999 წელს დაინიშნა ირანის პოლიციის უფროსად. 2005 წელს მან მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში, დამარცხდა მაჰმუდ აჰმადინეჟედთან. იმავე წლის სექტემბერში, თეირანის საქალაქო საბჭომ იგი აირჩია ქალაქის მერად 15 – დან 8 ხმით. მანამდე ამ პოსტს აჰმადინეჟედი იკავებდა.

სამხედრო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირან-ერაყის ომში

19 წლის ასაკში ირან-ერაყის ომის დროს კალიბაფი იყო თავდაცვის ძალების ერთ-ერთი მეთაური. ცოტა ხნის შემდეგ იგი დაინიშნა რასულოლას დივიზიის მეთაურად. ოცდაორი წლის ასაკში ის უკვე იყო ნასრის ჯარების მეთაური. ომის შემდეგ იგი აირჩიეს წინააღმდეგობის ძალების და ბასიჯის ჯარების მეთაურის გენერალ აფშარის  მოადგილედ. კალიბაფმა მიიღო მაგისტრის ხარისხი გეოპოლიტიკაში, ხოლო 1996 წელს–გენერალ -მაიორის წოდება.  1998 წელს, როდესაც მოჰსენ რეზაი გადადგა და იაჰია რაჰიმ საფავი გახდა IRGC– ის ახალი მთავარსარდალი, იგი დაინიშნა ისლამური რევოლუციის გვარდიის საჰაერო და კოსმოსური ძალების მეთაურად.

მომდევნო წლებში კალიბაფი გახდა ისლამური რევოლუციური გვარდიის ერთ -ერთი უფროსი მეთაური. 1984 წელს იგი დაინიშნა ჰათამ ალ-ანბიას სამშენებლო შტაბის უფროსად, რომელიც  IRGC– ის საინჟინრო ნაწილია. მისი ხელმძღვანელობით შტაბმა წამოიწყო მეშჰედისა და სერახსის დამაკავშირებელი 165 კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობა.

როგორც რევოლუციური გვარდიის საჰაერო ძალების მეთაური, 1999 წლის სტუდენტური საპროტესტო აქციების დროს, კალიბაფი იყო ერთ -ერთი იმ IRGC– ს 24 მეთაურიდან, რომლებმაც მუქარის წერილი გაუგზავნეს რეფორმატორ პრეზიდენტ მოჰამედ ხათამს, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ პროტესტი გაგრძელდებოდა, ისინი სიტუაციას საკუთარ კონტროლზე აიყვანდნენ.

კარიერა პოლიციაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანის პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას

1999 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ კალიბაფი დანიშნა  ირანის პოლიციის უფროსად გენერალ ხედაით ლოტფიანის ნაცვლად, რომელიც ძალადობის დროს თანამდებობიდან გადააყენეს. მას შემდეგ, რაც პოლიციის უფროსი გახდა, კალიბაფმა წამოიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები. მათ შორის იყო შეიარაღებული ძალების რეფორმა, პოლიციის აღჭურვილობის მოდერნიზაცია და პოლიციის  110  პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიციის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას.

2005 წლის 5 აპრილს კალიბაფმა განაცხადა, რომ გადადგა თანამდებობებიდან ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

თეირანის მერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც კალიბაფმა წააგო 2005 წლის არჩევნები, იგი წარადგინეს თეირანის მერად მუჰამედ ალიაბადთან და მუჰამედ ალი ნაჯაფთან ერთად. 2005 წლის 4 სექტემბერს იგი არჩეულ იქნა თეირანის საქალაქო საბჭოს  მერის თანამდებობაზე მაჰმუდ აჰმადინეჟადის ნაცვლად, რომელმაც მერის თანამდებობა დატოვა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. საბჭოს 15 ხმიდან კალიბაფმა 8 ხმა მიიღო. 2007 წელს იგი კონკურენციის გარეშე მეორე ვადით აირჩიეს 12 ხმით.

ბლუმბერგის გადმოცემით, კალიბაფმა გამოიყენა მერის თანამდებობა "წარმატებული პოლიტიკოსის რეპუტაციის შესაქმნელად". 2013 წლის ადგილობრივ არჩევნებში მისი კონკურენტები იყვნენ მოჰსენ ჰაშემი რაფსანჯანი, მასუმე ებტეკარ ალი ნიქზად სამარინი და მოჰსენ მეჰრალიზადე.  იგი აირჩიეს მერად კიდევ ერთი ვადით 2013 წლის 8 სექტემბერს მას შემდეგ, რაც მეორე ტურში დაამარცხა ჰაშემი ხმების 51.6% -ით.[4][5][6]

საპრეზიდენტო კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალიბაფი  ირანის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრიდა 2005 წელს.  პოპულარობის გამო. მას მხარს უჭერდა კონსერვატიული ალიანსის რამდენიმე ფრაქცია. თუმცა, არჩევნებამდე ბოლო დღეებში, მთავარი მხარდაჭერა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა მიიღო. არჩევნებში კალიბაფმა მეოთხე ადგილი დაიკავა. საარჩევნო კამპანიების დროს იგი გამოირჩეოდა პოპულისტური განცხადებებეით.[7]

2008 წლის 13 ოქტომბერს მან მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგს. ინიციატივა მოდიოდა პრეზიდენტ (მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი) ბარაკ ობამასგან.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კალიბაფი არ მონაწილეობდა. მისმა მრჩეველმა გამოაცხადა, რომ ის მონაწილეობას მიიღებდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა  2012 წლის 16 ივლისს.

კალიბაფმა არჩევნებზე მიიღო 6,077,292 ხმა (16,55%),  იგი მეორე ადგილზე გავიდა ჰასან რუჰანის შემდეგ, რომელიც არჩეულ იქნა ახალ პრეზიდენტად. შედეგების გამოცხადებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, კალიბაფმა ჰასან როუჰანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

ირანის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანის 2020 წლის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მოჰამედ კალიბაფმა მიიღო 1.2 მილიონზე მეტი ხმა—უფრო მეტი ვიდრე დედაქალაქის სხვა კანდიდატებმა. ითვლება, რომ მისი გამარჯვება შეიძლება გამოყენებულ იქნას  2021 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის.

2020 წლის 28 მაისს კალიბაფი აირჩიეს ირანის ერთპალატიანი პარლამენტის —მეჯლისის პრეზიდენტად. მან შეცვალა ალი ლარიჯანი.

პარტიული კუთვნილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალიბაფი ითვლება ისლამური ირანის "პროგრესი და სამართლიანობის" პარტიის და ირანის ისლამური თავისუფლების პარტიის სულიერ ლიდერად. იგი აგრეთვე გახლავთ „ ისლამური რევოლუციური ძალების სახალხო ფრონტის“ პოლიტიკური ალიანსის წევრი.[8][9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Paradoxical Politician. 18 August, 2010.
  2. Members of the Tehran University. (სპარს)geography.ut.ac.ir
  3. Mohammad Baqer Ghalibaf. Mayor of Tehran, City Mayors (22 January 2008).
  4. Defying Iran Sanctions Propels Tehran Mayor Before Vote| By Ladane Nasseri | bloomberg.com| 4 February 2013
  5. Ghalibaf reelected as Mayor of Tehran.(სპარს.) tabnak.ir
  6. Mohammad Bagher Ghalibaf becomes Tehran’s Mayor. (სპარს.) Khabaronline.ir. Retrieved on 25 October 2015.
  7. Bill Samii (6 June 2005), Iran Report, vol. 8, Radio Free Europe/Radio Liberty.
  8. Rohollah Faghihi (9 September 2015), Tehran's ever-ambitious mayor. .
  9. How will Iran's Six Presidential Candidates Campaign, 24 April 2017.