მუჰამედ ბარაკატულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუჰამედ ბარაკატულა (დ. 1868 — გ. 20 სექტემბერი, 1927, სან-ფრანცისკო) — ინდოელი რევოლუციონერი, ინდური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პანისლამისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება მიიღო ბომბეისა და ლონდონში. 1907 წლიდან ემიგრაციაშია. 1909–1914 წლებში იყო ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი. პირველი მსოფლიო ომის დროს იდოეთში მოქმედი რევოლუციური პარტია „გადრის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1915 წლიდან ქაბულში განთავსებული „ინდოეთის დროებითი მტავრობის“ პრემიერ-მინისტრი. 1919 წელს ამანულა ხანმა გაგზავნა მოსკოვში ლენინთან ბრიტანელეის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების სათხოვნელად. მისმა რევოლუციურმა იდეებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის ლიდერის ჯავაჰარლალ ნერუს რევოლუციური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. 1927 წელს მონაწილეობას იღებს ბრიუსელში გამართულ ინდური ლიგის კონფერენციაში. იმავე წელს რევოლუციური აგიტაციების ჩასატარებლად მაჰანდრა პრატაპთან ერთად მიემგზავრება შშ-ში. გარდაიცვალა 1927 წელს სან-ფრანცისკოში. მოგვიანებით მისი ცხედარი გადაასვენეს საკრამენტოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]