მუხურჩის არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუხურჩის არქეოლოგიური ძეგლები — ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ადრინდელი ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები სოფ. მუხურჩასთან (მარტვილის მუნიციპალიტეტი). გათხრები მიმდინარეობს 1974 წლიდან (ხელმძღვანელი ე. გოგაძე). შესწავლილია ბრინჯაოს ხანის სამოსახლო ბორცვი („კეკელური ზუგა“). მდინარე აბაშის მარჯვენა ნაპირას გათხარეს ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. VIII—VI სს.) სამაროვანი. ნაპოვნია ბრინჯაოსა და რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღი, სამკაული, საკულტო-სარიტუალო ქანდაკებები და სხვა საგნები. ოქრო-ვერცხლის და კალის სამკაული, ფერადი ქვის, გიშრის, ქარვის, მინისა და პასტის მრავალნაირი მძივი, ავგაროზ-საკიდები და სხვა. მდინარის მარცხენა ნაპირას (ძვ. წ. VI — IV სს.) დიდი ნამოსახლარის ნაშთები. აღრიცხული და დაზვერილია სხვა ძეგლები და კულტურული ფენები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგაძე ე., კოლხეთის ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის ნამოსახლართა კულტურა, თბ., 1982
  • გოგაძე ე., ქსე, ტ. 7, გვ. 233, თბ., 1984