მუხურიშხა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან მუხურჩა)
| მუხურიშხა | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°18′51″ ჩ. გ. 40°57′54″ ა. გ. / 43.31417° ჩ. გ. 40.96500° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2207 მ |
| ქედი | ბზიფის ქედი |
| ამგებელი ქანები | ტუფი და ტუფ-ბრექჩია |
მუხურიშხა, მუხურშა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2207 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტებით, ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. ჩრდილოეთი კალთა ციცაბოა, სამხრეთი — დამრეცი. მუხურიშხაზე სათავე აქვს მდინარე ჩედიმს (დასავლეთის გუმისთის მარცხენა შენაკადი). თხემი შემოსილია სუბალპური მდელოებით, კალთები — შერეული ფოთლოვანი ტყით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 233.