მუხუდო
იერსახე
| მუხუდო | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Cicer | |||||||||||||
| |||||||||||||
მუხუდო (Cicer) — ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. გვარში 27 სახეობაა. კულტურაში ცნობილია ერთწლოვანი სახეობა Cicer arietinum. მცენარე სწორმდგომია, ნაყოფი — პარკი, 1— 2, იშვიათად 3 — 4-თესლიანი. ფოთოლი, ღერო და ნაყოფი შებუსული.
მუხუდო სინათლისა და სითბოს მოყვარულია, უძლებს გვალვას. იყენებენ კულინარიაში და ცხოველთა საკვებად. ყოფილ სსრკ-ში მოჰყავთ შუა აზიაში, ამიერკავკასიაში, ყაზახეთში, სამხრეთ უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაფარიძე ა., ქსე, ტ. 7, გვ. 232, თბ., 1984