გომმუხაყრუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მუხაყრუა)
სოფელი
გომმუხაყრუა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი გომი
კოორდინატები 42°04′48″ ჩ. გ. 42°23′49″ ა. გ. / 42.08000° ჩ. გ. 42.39694° ა. გ. / 42.08000; 42.39694
დაარსდა XIX საუკუნე
ადრეული სახელები მუხაღრუა
ცენტრის სიმაღლე 40
მოსახლეობა 298[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გომმუხაყრუა — საქართველო
გომმუხაყრუა
გომმუხაყრუა — იმერეთის მხარე
გომმუხაყრუა
გომმუხაყრუა — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
გომმუხაყრუა

გომმუხაყრუა, მუხაღრუასოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის თემში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 15 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე დააარსა ეფთვიმე გენათელმა და მანვე ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი. შედიოდა საჯავახოს მხარეში და აერთიანებდა სოფლებს: ზედა გომი, გომნატეხები, კორმაღალი, კვირიკე[2] სოფლის ტაძარში 1878-1882 წლებში მღვდლად მსახურობდა მიხეილ ცინცაძე, კალისტრატე ცინცაძის მამა.[3]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში პირველი სკოლა 1896 წელს დაარსდა "მუხაყრუის ერთკლასიანი სასწავლებლის" სახელწოდებით. 1924 წელს იგი დაწყებით, ხოლო 1930 წელს შვიდწლიან სკოლად გადაკეთდა. ახლანდელი სამსართულიანი შენობა 1973 წელს აიგო. სკოლას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ზაპოროჟიეს ოლქის ვასილევსკის რაიონის სოფელ სკელკის საშუალო სკოლასთან. ამ სოფლის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა დაბლაგომის მცხოვრები ივანე გოგიშვილი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1874[4] 1780
2002[5] 454 229 225
2014[1] 298 146 152

ტოპონიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დასახლებულ პუნქტს - გომს, ერქვა „მუხაღრუა“. ტოპონიმი „გომი“ ნახსენებია შვეიცარიელი მეცნიერის და მოგზაურის ფედერიკ მონპერეს მოგზაურობათა მესამე წიგნში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 94.
  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 157-159

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  3. გვენეტაძე ე. ყუბანეიშვილი ს. „სოფელ მუხაღრუას ეკლესიების ისტორიიდან“
  4. Кавказский календарь на 1885 год გვ. 212
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II