შინაარსზე გადასვლა

მუცლის ღრუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუცლის ლრუადამიანისა და ცხოველების სხეულის ღრუ, რომელშიც მოთავსებულია შინაგანი ორგანოები (შიგნეულობა). ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის მუცლის ღრუ წარმოადგენს პერიტონეუმის ღრუს, რომელიც სხეულის მეორეული ღრუს ანუ ცელომის ნაწილია; იგი ამოფენილია მუცლის აპკით ანუ პერიტონეუმით, რომლის გარეთა (პარიეტალური) ფურცელი ანუ სომატოპლევრა შიგნიდან ეკვრის სხეულის კედელს; შიგნითა (ვისცერალური) ფურცელი ანუ სპლანქნოპლევრა კი ქმნის სეროზულ გარსებს შინაგანი ორგანოების ზედაპირზე და ჯორჯალს ანუ მეზენტერიუმს.

ყველა ხერხემლიანს მუცლის ღრუსაგან გამოკერძოებული აქვს ცელომის წინა, გულისირგვლივი ნაწილი — პერიკარდიუმის ღრუ, ძუძუმწოვრებს, მ. შ. ადამიანს კი დამატებით (შუასაძგიდის ანუ დიაფრაგმის განვითარების შედეგად) – ფილტვებისირგვლივი ნაწილიც, რომელიც პლევრის ღრუს ქმნის.

ადამიანის მუცლის ლრუ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადამიანის მუცლის ლრუ

ადამიანის მუცლის ლრუ (ლათ. cavitas abdominis) — სხეულის ღრუ, წინიდან და გვერდებიდან მოსაზღვრულია მუცლის კუნთებით, ზემოდან შუასაძგიდით, უკნიდან — წელის მალებითა და კუნთებით, ქვემოდან მენჯით. მისი ფორმა დამოკიდებულია სქესზე, ასაკსა და კონსტიტუციაზე. განარჩევენ მსხლისებრ (მამაკაცებში), კონუსისებრ (ქალებში) და კვერცხის ფორმის (ბავშვებში) მუცლის ლრუს. მუცლის ლრუ ამოფენილია სეროზული გარსით — პერიტონეუმით, რომელიც ქმნის საკუთარ ღრუს. მუცლის ლრუში პერიტონეუმით ყველა მხრიდან დაფარულ (ინტრაპერიტონეალურ) ორგანოებს განეკუთვნება კუჭი, ღვიძლი, ელენთა, მლივი ნაწლავი, თეძოს ნაწლავი, ბრმა ნაწლავი და სიგმოიდური კოლინჯი. პერიტონეუმით 3 მხრიდან დაფარული (მეზოპერიტონეალური) ორგანოებია ასწვრივი და დასწვრივი კოლინჯი. პერიტონეუმის ღრუს უკან დარჩენილ მუცლის ლრუს ნაწილს რეტროპერიტონეალური სივრცე ეწოდება. ამ სივრცეში მოთავსებულია თირკმლები, შარდსაწვეთები, თირკმელზედა ჯირკვლები, თორმეტგოჯა ნაწლავი, პანკრეასი, აორტა, ქვემო ღრუ ვენა, სიმპათიკური წველები, წელის წნულები და სხვა.