მუცელნემსასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუცელნემსასებრნი

Arothron hispidus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  შეზრდილყბიანები
ოჯახი:  მუცელნემსასებრნი
ლათინური სახელი
Tetraodontidae (Bonaparte, 1832)

მუცელნემსასებრნი[1] (ლათ. Tetraodontidae) — თევზების ოჯახი შეზრდილყბიანთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 90 სმ-მდე, თუმცა ბევრი უფრი მცირე ზომისაა. კანი მკვრივია, ქერცლი არ აქვთ, ზოგიერთი სახეობა ნემსებიანია. შეუძლიათ სხეულის გაბერვა და ბურთისებრი ფორმის მიღება. ყბის კბილები ერთმანეთში შეზრდილია და 4 ფირფიტას წარმოქმნის. მუცლის ფარფლები არ აქვთ; დანარჩენები კი ეკლიანი სხივების გარეშეა. მრავალი სახეობის კანი და შიდა ორგანოები შეიცავს შხამს (ტეტროდოტოქსინს).[2]

ცნობილია 2 ქვეოჯახი (Tetraodontinae და Canthigasterinae),[2] 30-მდე გვარი და 200-მდე სახეობა.[3][4] ბინადრობენ ტროპიკებისა და სუბტროპიკების ზღვებში, ზოგიერთი სახეობა შენის გამტკნარებულ წყალში, არის მტკნარი წყლის რამდენიმე სახეობაც. ძირითადად ხორცისმჭამელი და ყოვლისმჭამელი თევზები არიან. ადგილობრივი რეწვის ობიექტებია. ჰყავთ აკვარიუმებში.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tetraodontidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 2.2 Котляр А. Н. Скалозубовые // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 322–323.
  3. Family Tetraodontidae - Puffers. FishBase. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი, 2021
  4. Species by family/subfamily in the Catalog of Fishes. California Academy of Sciences (July 31, 2017). ციტირების თარიღი: 2021-10-02