მუჩერის მღვიმე
იერსახე
| მუჩერის მღვიმე | |
|---|---|
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| აბსოლუტური სიმაღლე | 700 მ |
| ტიპი | კარსტული |
| ამგებელი ქანები | კირქვა |
მუჩერის მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ასხის კირქვულ პლატოზე, წეგელდის ქედის ჩრდილოეთ-დასავლეთ ფერდობზე, მდინარე წაჩხურის აუზში, ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი გაიხსნა მუჩერის მთაზე გზის გაყვანის დროს. საწყისი ჭის ფსკერზე ორი დაღმავალი სიღრუე იხსნება, რომლებიც 10-12 მ-ის შემდეგ იქოლება. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება დროებითი ნაკადებით ჩატანილი ნაშალი მასალა. ჰავა სტატიურია. მშრალია; წვიმების დროს ჭარბად შედის დროებითი ნაკადები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.