მუშრიბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუშრიბი (< არაბ. მუშრიფ — ზედამხედველი, მეთვალყურე, მწერალი) — მოხელე ძველ საქართველოში. გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში მუშრიბი მეჭურჭლეთუხუცესს ექვემდებარებოდა და ქალაქებში აკრეფილ ბაჟსა თუ სავაჭრო გადასახადს საჭურჭლის უხუცესებს აბარებდა. XVI-XVIII საუკუნეებში მუშრიბი მოსაქმეობდა სხვადასხვა უწყებაში, სადაც ძირითადად საანგარიშსწორებო დოკუნებტებს ადგენდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]