მუშაითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მუშაითს ორი მნიშვნელობა აქვს:

  • XI-XII და XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოში ფართოდ ცნობილი ხალხური მომღერალ-მესაკრავე. მუშაითი მოხსენიებულია მხატვრულ ლიტერატურაში (მაგ., „ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიაადა, მგოსანი და უშაითი, უხმეს ჰპოვეს რაცა სადა“, ვეფხისტყაოსანი);
  • ჯამბაზი, საბელზე მოსიარულე. რომელსაც ლხინსა და დროსტარებაში მგოსნებთან ერთად საპატიო ადგილი ეჭირა. მაგ., „ცალი წვერი კლდესა ზედა იყო დაბმული მაგრითა თოკითა“, მას თოკსა ზედა უხმაურით ფერხითა გავიდა ვითა მოშაითი („ვისრამიანი“).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]