შინაარსზე გადასვლა

მუღობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუღობი

მუღობისა და ყიზილსუს შეერთების ადგილი
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ტერიტორიული ერთეულები ლახშის რაიონი
სიგრძე 88 კმ
აუზის ფართობი 7070 კმ²
მდინარის სისტემა ვახშიამუდარიადიდი არალის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 100 მ³/წმ
მუღობი — ტაჯიკეთი
მუღობი
მუღობი
— სათავე, — შესართავი

მუღობი (ტაჯ. Муғоб; 2023 წლის 31 ივლისამდე მუქსუ)[1] — მდინარე ტაჯიკეთში, ლახშის რაიონში. წარმოიქმნება მდინარეების სელდარისა და სარდობრუდის შეერთების შედეგად, რომლებსაც წყალი მოაქვთ ვანჯიახისა და ბობაქის მყინვარებიდან. წარმოადგენს მდინარე ვახშის მარცხენა შემადგენელს.[2]

გაედინება პამირის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სიგრძე 88 კმ, აუზის ფართობი 7070 კმ². საზრდოობს მყინვარული და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის მაისის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 100 მ³/წმ.[2]

1876 წელს მუღობის ხეობა მოინახულა ლევ კოსტენკომ, ხოლო 1877 წელს ივანე მუშკეტოვმა.[3] 1904 წელს მუღობის აუზი შეისწავლა ნიკოლაი კორჟენევსკიმ.[4]

მუღობისა და ყიზილსუს შესართავში მდებარეობს საკმაოდ ვრცელი ვაკე ტაჯიკების სოფლებით. ვაკის ზედაპირზე წესიერად, რამდენიმე მწკრივად აღმართულია ბორცვები, რომელთა მასალა ოდესღაც ვანჯიახის მყინვარს მოუტანია და დაუტოვებია.[5] მდინარის ძველი სახელწოდებაა მუქსუ.

  1. Сырдарья стала рекой Сир, ледник Федченко – Ванджях. Полный список новых названий 3,5 тысяч географических объектов в Таджикистан – YOUR (2023-08-22). ციტირების თარიღი: 2023-08-26
  2. 2.0 2.1 Большая советская энциклопедия. — М.: Советская энциклопедия. 1969—1978
  3. Ошанин Л. В. Василий Федорович Ошанин: энтомолог и путешественник. 1844-1917 : очерки жизни и деятельности / Л. В. Ошанин, А. А. Азатьян. – М. : Географгиз, 1961. – 95 с. (со списком печатных трудов В. Ф. Ошанина)
  4. Агаханянц О. Е. Между Гиндукушем и Тянь-Шанем: История изучения природы Памира. — Душанбе: Таджикгосиздат, 1962. — 128 с. — 3000 экз.
  5. დავით წერეთელი, მოგზაურობა პამირზე, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1953, გვ. 30