მუქი დელფინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მუქი დელფინი

მუქი დელფინი (Lagenorhynchus obscurus) — სამხრეთ ნახევარსფეროს სანაპირო წყლებში მობინადრე დელფინი. ზოოლოგიური ეპითეტი ლათინურიდან თარგმნისას „მუქს“, „შავს“ ნიშნავს. გენეტიკურად ძლიერ ჰგავს წყნარი ოკეანის თეთრგვერდა დელფინს, მაგრამ სამეცნიერო კონსენსუსი საფუძველზე, დღეისთვის აღნიშნულ სახეობებს ერთმანეთისგან განასხვავებენ. მუქი დელფინების გავრცელების სივრცე პატარაა. პოპულაციის უმრავლესობა სამხრეთ ამერიკის ირგვლივ, აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით, ახალი ზელანდიისა და კუნძულების ირგვლივ ბინადრობს, მცირე ნაწილი კი სამხრეთ ავსტრალიისა და ტასმანიის მახლობლად. მუქი დელფინი ცივ დინებებსა და სანაპირო წყლებში ბინარობობს, თუმცა სანაპიროსგან მოშორებით ნახვაცაა შესაძლებელი. იკვებება თევზებითა და კალმარებით და მოხერხებული სანადირო ტაქტიკა აქვს. მუქი დელფინი ცნობილია გამორჩეული აკრობატიკით და წყლის ზედაპირთან სხვადასხვაგვარი ქცევით. ამ სახეობის სტატუსი უცნობია, თუმცა ჩვეულებრივ მეთევზეები ბადებით იჭერენ.

ტაქსონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუქი დელფინის ჩანახატები თერიოლოგიის სექციაში, „მამალოგია და ორნიტოლოგია“ (1858)

მუქი დელფინი პირველად 1828 წელს ჯონ ედვარდ გრეიმ აღწერა კეთილი იმედის კონცხიდან ბრიტანეთის მუზეუმში გაგზავნილი ნიმუშის კანისა და თავის ქალის მიხედვით. 1828 წლის ნაშრომში Specilegia Zoolofica გრეიმ მუქი დელფინი Delphinus obscurus-ის სახეობას მიაკუთვნა და Grampus-ის სუბგვარში გააერთიანა. გრეის მოხსენების მიხედვით 1827 წელს დელფინი კეთილი იმედის კონცხის მახლობლად კაპიტან ჰეივისაიდს დაუჭერია და ბრიტანეთის მუზეუმის ქირურგთა სამეფო კოლეჯისთვის გაუგზავნია.[1]

გრეი შემდეგში წერდა, რომ მსგავსი დელფინი მის კლასიფიკაციამდე ორი წლით ადრე ფრანგმა ქირურგმა, ორნიტოლოგმა, ჰერპეტოლოგმა და ბუნებისმეტყველმა რენე პრიმევერ ლესონმა და პროსპერ გარნომ ტასმანიის სანაპიროებთან შეგროვებული ნიმუშების მიხედვით Delphinus supercilious-ს მიაკუთვნეს.[2] 1838 წელს არგენტინის მახლობლად მონადირებული ნიმუის მიხედვით ჩარლზ დარვინმა ეს სახეობა Delphinus fitzroyi-ს მიაკუთვნა. 1885 წელს ბრიტანელმა ბუნებისმეტყველმა უილიამ ჰენრი ფლაუერმა მუქი დელფინი Prodelphinus obscurus-ის კატეგორიაში შეიყვანა.[3] თანამედროვე სახელი Lagenorhynchus obscurus ამერიკელმა ბიოლოგმა, ფრედერიკ უილიამ თრუმ უწოდა 1889 წელს.[4]

გენეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუქი დელფინი და წყნარი ოკეანის თეთრგვერდა დელფინი ფილოგენეტიკურად მონათესავე სახეობებია. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ისინი ერტი და იგივე სახეობებია, თუმცა მორფოლოგიური და არსებობის ისტორია სხვაგვარად მეტყველებს.[5]მონათესავე სახხეობები ერთმანეთს დაახლეობით 1.9-3.0 მილიონი წლის წინ გამოეყვნენ.[6] მიტოქონდრიული b ციტოქტომული გენის თანამედროვე ანალიზები ცხადყოფს, რომ Lagenorhynchus-ის გვარი, როგორც ტრადიციულად მიიჩნეოდა, ბუნებრივი (მონოფილეტური) ჯგუფი არაა.[7] ზოგიერთი კვლევის მიხედვით მუქი დელფინი და წყნარი ოკეანის თეთრგვერდა დელფინი დედმამიშვილთა ჯგუფს წარმოქმნის და Cephalorhynchus-ის ჯგუფში ერთიანდება.[8]

არგენტინისა დასამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ირგვლივ მობინადრე მუქი დელფინები 2000 წლის წინ წინაპარ ატლანტიკურ პოპულაციას გამოეყვნენ და გენთა უმნიშვნელო ნაკადით გაიყვნენ.[6] პერუს პოპულაციის გამოკლებით, პოპულაციის უმრავლესობა გენეტიკურად მცირედ განსხვავდება.[6] მუქი დელფინის ჰიბრიდებია ჩვეულებრივი გრძელდინგა დელფინი და სამხრეთული ვეშაპისებრი დელფინი.[9][10] გამოიყოფა ოთხი სუბსახეობა: (Lagenorhynchus obscurus obscurus), (L. o. fitroyi), (L. o. posidonia) and (L. o. superciliosis).[11][11]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Encyclopedia of Marine Mammals. Perrin, W. F., Wursig, B and J. G.M. Thewissen., editors. (2008) Academic Press; 2nd edition, ISBN 0-12-373553-X
  • The Dusky Dolphin: Master Acrobat off Different Shores. Würsig, B., and Würsig, M., editors. (2010) Academic Press. ISBN 0-12-373723-0.
  • Whales, Dolphins and. Porpoises, K. S, Norris. editor, (1977) University of California Press. ISBN 0-520-03283-7
  • Sensory Abilities of Cetaceans. Thomas, J.; Kastelein, R., editors. (1990) Plenum Press. ISBN 0-306-43695-7.
  • Cetacean Societies. Mann, J., editor. (2000) University of Chicago Press, ISBN 0-226-50341-0.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ridgway, Sam H. (1998). Handbook of Marine Mammals: The second book of dolphins and the porpoises, Volume 6. Elsevier, გვ. 85–95. ISBN 0-12-588506-7. 
  2. Gray, J. E. (1846). "On the British Cetacea". Annals and Magazine of Natural History (London) 17: 82–5. .
  3. Flower, W. H. (1885). List of the specimens of Cetacea in the Zoological Department of the British Museum. London: British Museum, გვ. 28–29. 
  4. True, F.W. (1889). "Contribution to the natural history of the cetaceans: a review of the family Delphinidae". Bulletin of the U.S. National Museum 36: 1–191. .
  5. Hammond, P.S.; Bearzi, G.; Bjørge, A.; Forney, K.; Karczmarski, L.; Kasuya, T.; Perrin, W.F.; Scott, M.D. და სხვები. (2008). "Lagenorhynchus obscurus". The IUCN Red List of Threatened Species (IUCN) 2008: e.T11146A3257285. . http://www.iucnredlist.org/details/11146/0. Database entry includes a lengthy justification of why this species is listed as data deficient.
  6. 6.0 6.1 6.2 Cassens, I; Van Waerebeek, K; Best, PB; Tzika, A; Van Helden, AL; Crespo, EA; Milinkovitch, MC (2005). "Evidence for male dispersal along the coasts but no migration in pelagic waters in dusky dolphins (Lagenorhynchus obscurus).". Molecular Ecology 14 (1): 107–21. . PMID 15643955.
  7. LeDuc, R.G.; Perrin, W.F.; Dizon, A.E. (1999). "Phylogenetic relationships among the delphinid cetaceans based on full cytochrome b sequences". Marine Mammal Science 15 (3): 619–48. .
  8. May-Collado, L.; Agnarsson, I. (2006). "Cytochrome b and Bayesian inference of whale phylogeny". Molecular Phylogenetics and Evolution 38 (2): 344–54. . PMID 16325433.
  9. Reyes, Julio C. (1996). "A Possible Case of Hybridism in Wild Dolphins". Marine Mammal Science 12: 301–07. .
  10. Yazdi, Parissa (2002). "A possible hybrid between the dusky dolphin (Lagenorhynchus obscurus) and the southern right whale dolphin (Lissodelphis peronii)". Aquatic Mammals 28: 211–17. http://www.aquaticmammalsjournal.org/share/AquaticMammalsIssueArchives/2002/AquaticMammals_28-02/28-02_Yazdi.pdf.
  11. 11.0 11.1 Perrin, W. (2013). Lagenorhynchus obscurus. In: Perrin, W.F. (2013) World Cetacea Database. Accessed through: World Register of Marine Species at http://www.marinespecies.org/aphia.php?p=taxdetails&id=231434 on 2014-03-10