მუსხის წმინდა სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუსხის წმინდა სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში. აგებულია 1996 წელს.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ ადრე არსებული ძველი დარბაზული ეკლესიის გეგმას იმეორებს (4,92X8,25 მ.). ძველი ეკლესია იმდენად იყო დაზიანებული, რომ მისი მხოლოდ გეგმა და კედლების უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი. მარტივი გეგმის ტაძარში ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. მარტივი დარბაზული სივრცე აღმოსავლეთის საკურთხევლით მთავრდება. თითო სარკმელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებშია გაჭრილი.

ფასადებს თაროსებრი კარნიზი ასრულებს. სახურავი შემოსილია კრამიტით. ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოიხატა.

ტაძრის ეზოში ადრეშუასაუკუნეების სტელის სწორკუთხა ბაზისია, რომელიც მონაცრისფრო-მოწითალო ტუფის ბლოკისგანაა გათლილი და შემოსილია ტოლმკლავა ჯვრის რელიეფით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარსაგიშვილი გ., „მუსხის წმინდა სამების ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 533