მუსტოფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუსტოფი — მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ისევე როგორც ვეზირი და მუნში, ქართლში განწესდა როსტომ მეფის დროს (XVII ს.). მუსტოფი ირანის მოხელე იყო ვასალური ქართლის მეფის კარზე და საკონტროლო ფუნქციები ეკისრებოდა. იგი ერთდროულად ქართლის მეფის მოხელედაც ითვლებოდა. მუსტოფი მონაწილეობდა სამეფოს მართვა-გამგეობაში შემოსავალ-გასავლის დარგში და სათანადო მოხსენებასაც წარადგენდა ირანში. მუსტოფის თანამდებობაზე ქართლის მეფე სპარსული წარმოშობის პირს ნიშნავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 211.
  • გაბაშვილი ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XV-XVII საუკუნეებში, თბ., 1958.