შინაარსზე გადასვლა

მუსტაფა ულდ მუჰამედ სალეჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუსტაფა ულდ მუჰამედ სალეჰი
არაბ. المصطفى ولد محمد السالك
დაბადების თარიღი 1936[1]
დაბადების ადგილი Kiffa[2]
გარდაცვალების თარიღი 18 დეკემბერი, 2012(2012-12-18)[1] [2]
გარდაცვალების ადგილი პარიზის V რაიონი[2]
მოქალაქეობა  მავრიტანია
შვილ(ებ)ი Fatimetou Mint Mohamed Saleck[3]

მუსტაფა ულდ მუჰამედ სალეჰი (არაბ. المصطفى ولد محمد السالك; დ. 18 დეკემბერი 1936 — გ. 2012) — მავრიტანიის პრეზიდენტი 1978 წლიდან 1979 წლამდე.[4]

მუსტაფა ულდ მოჰამედ სალეჰი არმიის სარდლად დანიშნა დიდი ხნის პრეზიდენტმა მოქტარ ულდ დადამ 1978 წლის თებერვალში, როდესაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე იდგა და ვერ ახერხებდა პოლისარიოს ფრონტის საჰრაველი პარტიზანების შეკავებას მას შემდეგ, რაც 1975 წელს, მაროკოსთან ალიანსში, დასავლეთ საჰარაში შეიჭრა და მისი ანექსია მოახდინა.

1978 წლის 10 ივლისს, მუსტაფამ უხელმძღვანელა უსისხლო სამხედრო გადატრიალებას პრეზიდენტ მოქტარის წინააღმდეგ და დაინიშნა 20-კაციანი ხუნტის, „ეროვნული აღორძინების სამხედრო კომიტეტის“ (CMRN) ხელმძღვანელად, რომელსაც ქვეყანა უნდა ემართა.[5]

იგი განიხილებოდა როგორც პროფრანგული კურსის მომხრე და ფრთხილობდა, რომ არ გაეწყვიტა თავისი ქვეყნის ალიანსი მაროკოსთან. მან ვერ შეძლო მშვიდობის დამყარება პოლისარიოსთან (რომელმაც დადას დამხობაზე რეაგირება მოახდინა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტით, იმ დაშვებით, რომ მავრიტანიას კონფლიქტიდან მშვიდობიანად გამოსვლა მოუნდებოდა). მან ასევე ვერ მოაგვარა რასობრივი დაძაბულობა სამხრეთ მავრიტანიელ შავკანიანებსა და ჩრდილოელ არაბ მავრებს შორის და მკვეთრ დისკრიმინაციას ეწეოდა ამ უკანასკნელი ჯგუფის სასარგებლოდ, რომლის წევრიც თავად იყო. შედეგად, იგი სულ უფრო იზოლირებული გახდა რეჟიმსა და CMRN-ში. 1979 წლის 6 აპრილს, პოლკოვნიკების, აჰმედ ულდ ბუსეიფისა და მოჰამედ ხუნა ულდ ჰაიდალას მიერ განხორციელებულმა მეორე გადატრიალებამ მუსტაფა სიმბოლურ, ნომინალურ პრეზიდენტამდე დაიყვანა ჩანაცვლებულ ხუნტაში — 24-კაციან „ეროვნული გადარჩენის სამხედრო კომიტეტში“ (CMSN). 1979 წლის 3 ივნისს იგი პრეზიდენტის პოსტზე პოლკოვნიკმა მოჰამედ მაჰმუდ ულდ ლულიმ შეცვალა.

1981-დან 1984 წლამდე იგი დაპატიმრებული იყო, მოგვიანებით კი, 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა კენჭი და ხმების 2.9% მიიღო.

იგი მშვიდად გარდაიცვალა პარიზში 2012 წლის 18 დეკემბერს.[6]

  1. 1 2 Munzinger Personen
  2. 1 2 3 Fichier des personnes décédées mirror
  3. https://hal.science/hal-02292993/document
  4. Death of former president of Mauritania (Arabic). bna.bh (18 December 2012). ციტირების თარიღი: 19 December 2012.
  5. Times, Jonathan Kandell;Special to The New York (11 July 1978). „Military Takes Over in Mauritania With a Reportedly Bloodless Coup“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 9 September 2023.
  6. L'ancien président mauritanien Moustapha Ould Mohamed Saleck est décédé – Jeune Afrique fr-FR (19 December 2012). ციტირების თარიღი: 9 September 2023