მუსლიმი ბოშები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუსლიმი ბოშები ბოსნიიდან, ილუსტრაცია, 1901 წ

მუსლიმი ბოშები (ხორახანე, მილეთი, თურქი ბოშები, აშკალი, ყირიმელი ბოშები  და სხვ.)[1]ბოშათა ეთნოგრაფიული ჯგუფების ერთობლიობა, რომლებიც ისლამს აღიარებენ. პირველი ბოშები ევროპაში მე-11-მე-15 საუკუნეებში გამოჩნდნენ მცირე აზიის ნახევარკუნძულის  (ანატოლია) გავლით. ბოშური ენის ლინგვისტური ანალიზი საშუალებას საშუალებას იძლევა დასკვნა გაკეთდეს, რომ პირველი ევროპელი ხალხები, რომლებთანაც ბოშებს შეხება ჰქონდათ, იყვნენ ბიზანტიის იმპერიის ბერძნები, კერძოდ, მისი აზიური ნაწილის მკვიდრნი. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ეს პერიოდი  მართლმადიდებლური ბიზანტიის თანდათანობითი დაცემის, დაშლის და მისი მომთაბარე თურქული ტომების მიერ  ხელში ჩაგდების დროა, რომლებმაც ისლამი მიიღეს და შემდგომ შექმნეს ოსმალეთის იმპერია. ბოშები ჩვეულებრივ გადადიოდნენ  მასპინძელი ქვეყნის ძირითად რელიგიაზე, ბალკანეთის ბოშების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, ფორმალურად თუ არაფორმალურად შუა საუკუნეებში   მიიღო ისლამი. დიდწილად, ბოშების ისლამზე აქტიურ გადასვლას ხელი შეუწყო თურქების შედარებით ტოლერანტობამ ბოშათა ცხოვრების წესის მიმართ, რადგან თავად პირველი თურქული ტომები (ერიუკები) მისდევდნენ მომთაბარე ცხოვრების წესს. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილის მაცხოვრებლებს. ცენტრალური აზიაში მცხოვრები ლიული ბოშები ასევე აღიარებენ ისლამს.[2][3]

განსახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოშა ქალის ჩაცმულობა (სავარაუდოდ მუსლიმი ბოშა).

ბოშებს შორის ისლამის გავრცელება ისტორიულად დაკავშირებულია მათ ცხოვრებასთან ხუთ საუკუნეზე მეტი პერიოდის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიაში. შესაბამისად მუსლიმი ბოშები კვლავ ცხოვრობენ თურქეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ალბანეთში, ეგვიპტეში, კოსოვოში და სერბეთში. ალბანეთსა და კოსოვოში ალბანიზებულ მუსლიმ ბოშებს აშკალებს უწოდებენ. მაკედონიასა და საბერძნეთში, ბოშების ნახევარი აღიარებს ისლამს, განსაკუთრებით დასავლეთ თრაკიისა და მაკედონიის რეგიონების ბოშები. ბულგარეთში, 1990-იანი წლების დასაწყისის შეფასებით, ბოშათა 40% ისლამს აღიარებდა. ბულგარეთში და საბერძნეთში ბოშების ნაწილმა თურქიზაციაც განიცადა.[4] რუმინეთში მაჰმადიანი ბოშების მცირე ჯგუფი ცხოვრობს დობრუჯას რეგიონში, თურქებთან და თათრებთან ერთად. ხორვატიაში და ყოფილი იუგოსლავიის სხვა რესპუბლიკებში მუსლიმი ბოშები შეადგენდნენ  მათი მთლიანი ბოშა მოსახლეობის 45-50%-ს. ევროკავშირის საზღვრებში გადაადგილების გამარტივების გამო, თანამედროვე მუსლიმი ბოშები ფართოდ დასახლდნენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში 90-იანი წლების დასაწყისიდან. აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე მუსლიმი ბოშები ცხოვრობენ ყირიმში — ე.წ. ყირიმელები (ყირიმელი ბოშები).[5]

რელიგიური შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერბეთში ბოშა მუსლიმებისთვის დამახასიათებელია რელიგიური სინკრეტიზმი.  მაგალითად, 2000-იან წლებში ისინი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ნისის კათოლიკურ ეკლესიაში და ჯუნისის მართლმადიდებლურ მონასტერში დადიოდნენ. ასევე ცნობილია ადრინდელი შემთხვევები, როდესაც მუსლიმი ბოშები ეწვივნენ ლეტნიცას კოსოვოში (კათოლიკეთა პილიგრიმობის ცნობილი ადგილი). სალოცავებში  ბოშები ღვთისმშობლის ხატებთან ლოცულობენ, დებენ მონეტებს. სერბეთში მუსლიმი ბოშები სალოცავად დადიან  ტეკიეს (სრემი) კათოლიკურ ეკლესიაში.

პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ მუსლიმი ბოშები ხშირად განიცდიან ორმაგ დისკრიმინაციას —როგორც რასობრივს, ასევე ეთნიკურს (ანტიგიფსიზმი) და რელიგიურს (ისლამოფობია).[6]

სამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოშა მუსლიმი ქალები ატარებენ ლამაზ აბრეშუმის დიმიჯს, რომელიც ასევე ცნობილია თურქული სალვარის (შალვარი) სახელწოდებით ქორწილებში, წინადაცვეთასა და სხვა დღესასწაულებზე. ყოველდღიურად საკმაოდ ბევრი ხანდაზმული ქალბატონი და ასევე ზოგიერთი ახალგაზრდა ატარებს სალვარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Roma Muslims in the Balkans by Elena Marushiakova and Vesselin Popov
  • Marushiakova, Elena and Vesselin Popov. 2001. Gypsies in the Ottoman Empire. Hatfield: University of Hertfordshire Press.
  • Marushiakova, Elena and Vesselin Popov. 2016. Gypsies of Central Asia and Caucasus. London: Palgrave Macmillan.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Roma – Sub Ethnic Groups"[მკვდარი ბმული]. Rombase.uni-graz.at.
  2. Yılgür, Egemen (1 January 2021). "Turcoman Gypsies in the Balkans: Just a Preferred Identity or More?". Romani History and Culture Festschrift in Honour of Prof. Dr. Veselin Popov / Hristo Kyuchukov, Sofiya Zahova, Ian Duminica. Retrieved 23 January 2022.
  3. "ROMA GROUPS | Център за междуетнически диалог и толерантност АМАЛИПЕ". Amalipe.bg. Retrieved 11 January 2022.
  4. Gerd Nonneman, Tim Niblock, Bogdan Szajkowski (Eds.) (1996) "Muslim Communities in the New Europe", ISBN 0-86372-192-3
  5. "Expulsion and Emigration of the Muslims from the Balkans"[მკვდარი ბმული]. Ieg-ego.eu.
  6. Peter G. Danchin, Elizabeth A. Cole (Eds.) (2002) "Protecting the Human Rights of Religious Minorities in Eastern Europe", ISBN 0-231-12475-9