მუსა დადის კამარა
| მუსა დადის კამარა | |
|---|---|
| ნკო. ߡߎߛߊ߫ ߘߊ߬ߘߌߛ ߞߡߊ߬ߙߊ | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 29 დეკემბერი, 1964 (61 წლის) |
| დაბადების ადგილი | Koure |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | University of Conakry |
| მეუღლე/ები | Jeanne Saba |
მუსა დადის კამარა (ფრანგული გამოთქმა: [musa dadis kamaʁa]; ნკო: ߡߎߛߊ߫ ߘߊ߬ߘߌߛ ߞߡߊ߬ߙߊ߫ ߫; დ. 1 იანვარი, 1964)[1][2] — ცნობილი,[3] გვინეის არმიის ყოფილი ოფიცერი. ის გვინეის მესამე პრეზიდენტის თანამდებობას 2008 წლის 23 დეკემბრიდან 2009 წლის 3 დეკემბრამდე იკავებდა. კამარა იყო „დემოკრატიისა და განვითარების ეროვნული საბჭოს“ პირველი თავმჯდომარე, რომელმაც ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების გზით ჩაიგდო ხელში 2008 წლის 23 დეკემბერს, ქვეყნის გრძელვადიანი პრეზიდენტის, ლანსანა კონტეს გარდაცვალებიდან მალევე.
2009 წლის 28 სექტემბერს დედაქალაქ კონაკრიში გაიმართა საპროტესტო აქციები კამარას გადადგომის მოთხოვნით. უსაფრთხოების ძალებმა აქციები ძალის გამოყენებით დაშალეს, რასაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2009 წლის 3 დეკემბერს, მკვლელობის მცდელობისას, კამარას თავის არეში ესროლეს, რის შემდეგაც მან ქვეყანა მკურნალობის მიზნით დატოვა და მაროკოში გაემგზავრა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სეკუბა კონატე გახდა; ამასთან, აშშ-მ და საფრანგეთმა გამოხატეს სურვილი, რომ კამარა ქვეყნის გარეთ დარჩენილიყო.[4]
იგი გადასახლებაში ბურკინა-ფასოში იმყოფებოდა, სადაც ისლამიდან კათოლიციზმზე მოექცა და სახელი მუსა ფრანგული ფორმით — მოისით (Moïse) შეიცვალა. 2021 წელს იგი გვინეაში დაბრუნდა.[5] 2024 წლის 31 ივლისს კამარა დამნაშავედ ცნეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში 2009 წლის პროტესტების დროს მისი როლის გამო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2025 წლის 28 მარტს იგი გარდამავალმა პრეზიდენტმა, მამადი დუმბუიამ შეიწყალა.
ადრეული წლები და პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსა დადის კამარა დაიბადა 1964 წელს დაშორებულ ქალაქ კულეში, ნზერეკორეს პრეფექტურაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ გვინეის რეგიონში — გვინეა ფორესტიერში, კოტ-დ’ივუარისა და ლიბერიის საზღვართან ახლოს.ის კპელეს (გვინეაში ცნობილია როგორც გერზე) ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია. დადისმა დაწყებითი და საშუალო სკოლა დაამთავრა ქალაქ ნზერეკორეში, რომელიც მისი მშობლიური ქალაქიდან, კულედან, დაახლოებით 40 კილომეტრითაა დაშორებული. მან სამართალი და ეკონომიკა შეისწავლა დედაქალაქ კონაკრიში მდებარე აბდელ ნასერის უნივერსიტეტში.
იგი გვინეის არმიას 1990 წელს კაპრალის წოდებით შეუერთდა, მოგვიანებით კი საწვავის სამსახურის უფროსად დაინიშნა კინდიას სამხედრო ბაზაზე, რომელიც კონაკრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს.[6] 2001-2002 წლებში დადისი გაეროს სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში სიერა-ლეონეში მუშაობდა. 2004 წელს პრეზიდენტმა კონტემ დადისი, სხვა გვინეელ ჯარისკაცებთან ერთად, გერმანიაში, ქალაქ ბრემენში 18-თვიან სამხედრო წვრთნებზე გაგზავნა. 2008 წლის ნოემბერში იგი დაინიშნა გვინეის არმიის საწვავით მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელად, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კაბინეტის დაქვემდებარებაში იყო.[7]
იგი 2008 წლის გვინეის სამხედრო ამბოხის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2008 წლის დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალებამდე ფართო საზოგადოება მას ნაკლებად იცნობდა.[8]
2010 წელს კამარა ისლამიდან რომის კათოლიკურ ეკლესიაზე მოექცა.[3][7][9] დადისი ფლობს ხუთ ენას: ფრანგულს, კპელეს, სუსუს, მანინკასა და გერმანულს.[7]
საშობაო გადატრიალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის 23 დეკემბერს, გამთენიისას, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, აბუბაქარ სომპარემ ტელევიზიით გამოაცხადა, რომ 22 დეკემბერს პრეზიდენტი კონტე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.[10] კონსტიტუციის თანახმად, ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში, რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს უნდა გადაებარებინა, ხოლო ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 60 დღის ვადაში უნდა გამართულიყო.[10]
სომპარეს მიერ კონტეს გარდაცვალების გამოცხადებიდან ექვსი საათის შემდეგ, ტელევიზიით წაიკითხეს განცხადება სამხედრო სახელმწიფო გადატრიალების შესახებ.[11] განცხადებაში, რომელიც კაპიტანმა კამარამ „დემოკრატიისა და განვითარების ეროვნული საბჭოს“ (CNDD) სახელით წაიკითხა, ნათქვამი იყო, რომ „მთავრობა და რესპუბლიკის ინსტიტუტები დაშლილია“.განცხადებამ ასევე გამოაცხადა კონსტიტუციის, აგრეთვე „პოლიტიკური და პროფკავშირული საქმიანობის“ შეჩერება.[12] გვინეის სახელმწიფო რადიომ განმეორებით დაიწყო სიმღერის — „Armée Guinéenne“² (გვინეის არმია) დაკვრა.[13]
კამარას თქმით, გადატრიალება აუცილებელი იყო გვინეაში გამეფებული სიღარიბისა და კორუფციის ფონზე არსებული „ღრმა სასოწარკვეთილების“ გამო. მან აღნიშნა, რომ არსებული ინსტიტუტები „უძლურნი იყვნენ იმ კრიზისების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც ქვეყანა იდგა“. გარდა ამისა, კამარამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სამხედრო პირი გახდებოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრად დაინიშნებოდა სამოქალაქო პირი, რომელიც სათავეში ჩაუდგებოდა ეთნიკურად დაბალანსებულ ახალ მთავრობას.[14] კამარას გეგმით, „დემოკრატიისა და განვითარების ეროვნულ საბჭოში“ 26 ოფიცერი და 6 სამოქალაქო პირი შევიდოდა.[15]
2008 წლის 24 დეკემბერს რადიოთი გადაიცა განცხადება, რომლის მიხედვითაც კაპიტანი კამარა „დემოკრატიისა და განვითარების ეროვნული საბჭოს“ (CNDD) პრეზიდენტად გამოცხადდა.[16] მოგვიანებით, იმავე დღეს, კამარამ და მისმა ერთგულმა ათასობით ჯარისკაცმა ქალაქში აღლუმი მოაწყვეს, რომელსაც სამოქალაქო მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა ახლდა. კამარას თქმით, იგი „გამოვიდა იმის სანახავად, იყო თუ არა გარემო მათთვის ხელსაყრელი“; მან განაცხადა, რომ ხალხის სიმრავლე ადასტურებდა მოსახლეობის მხარდაჭერას გადატრიალებისადმი. ასევე 24 დეკემბერს, კამარამ რადიოგამოსვლისას აღნიშნა, რომ CNDD-ს არ სურდა ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენა და აპირებდა ქვეყნის მართვას ორი წლის განმავლობაში. მან პირობა დადო, რომ „სანდო და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნები 2010 წლის დეკემბრის ბოლომდე ჩატარდებოდა“. ეს ეწინააღმდეგებოდა მანამდე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც არჩევნების კონსტიტუციით დადგენილ 60-დღიან ვადაში ჩატარებას ითვალისწინებდა.[17]
25 დეკემბერს რადიოთი გამოსვლისას, კამარამ განაცხადა, რომ იგი არ აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ორწლიანი გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ CNDD არ იყო მიდრეკილი ქრთამის აღებისკენ. კამარას თქმით, ადამიანებმა „უკვე დაიწყეს ფულით სავსე ჩანთებით მოსვლა ჩვენს მოსასყიდად. ისინი ცდილობდნენ ფული მიეცათ ჩვენი ცოლებისთვის და მანქანები — ჩვენი შვილებისთვის“. მან გააფრთხილა ყველა, რომ „პირადად დაედევნებოდა ნებისმიერს, ვინც მათ კორუფციაში ჩათრევას შეეცდებოდა“.[18]
სააგენტო „Associated Press“-ი იტყობინებოდა, რომ კამარას მმართველობას თავიდანვე დაუპირისპირდნენ სეკუბა კონატეს ჯარისკაცები დედაქალაქის ერთ-ერთ ყაზარმაში. ამის შემდეგ კამარამ, კონატემ და კიდევ ერთმა მესამე, უცნობმა ოფიცერმა წილისყრა ჩაატარეს (ორჯერ), რათა განესაზღვრათ, ვინ იქნებოდა ლიდერი. კამარამ ორივეჯერ გაიმარჯვა.[19]
2008 წლის 25 დეკემბერს წინა რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ ტიდიან სუარემ, ერთგულება აღუთქვა კამარას, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ამ უკანასკნელის მმართველობა.[18] 2022 წლის 22 მარტს სუარე დააპატიმრეს და სამხედრო ციხეში მოათავსეს ორ სხვა მინისტრთან ერთად (აღსანიშნავია, რომ გვინეა ბოქსიტების — ალუმინის საწარმოებლად საჭირო მადნის — მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორია).[20]
28 სექტემბრის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წლის 28 სექტემბერს ოპოზიციური პარტიის წევრებმა კონაკრიში მდებარე „28 სექტემბრის სტადიონზე“ დემონსტრაცია გამართეს კამარას გადადგომის მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ პროცესში უსაფრთხოების ძალების მრავალი ქვედანაყოფი იყო ჩართული, ძალადობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა პრეზიდენტის გვარდიას — „წითელ ბერეტებს“, რომლებსაც აბუბაქარ „ტუმბა“ დიაკიტე ხელმძღვანელობდა. მათ გაქცეულ მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს, იყენებდნენ დანებსა და ხმლებს, და ახორციელებდნენ ჯგუფურ გაუპატიურებებს. გაეროს მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 157 ადამიანი, ხოლო 1 200-ზე მეტი დაშავდა არა მხოლოდ სტადიონზე, არამედ ქუჩებში გაქცევის მცდელობისას.[21] საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკის საპასუხოდ, მთავრობამ განაცხადა, რომ მხოლოდ 56 ადამიანი დაიღუპა და მათი უმრავლესობა გაქცეული მომიტინგეების ჭყლეტაში მოჰყვა.[22]
ამ მოვლენის შემდეგ ინტერნეტში ანონიმური წყაროების მიერ გადაღებული მობილური ტელეფონის ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანდა, თუ როგორ ძალადობდნენ კამარას ჯარისკაცები ქალებზე.[23] სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მიმართ არსებული საზოგადოებრივი სტიგმის გამო, მხოლოდ რამდენიმე ქალმა ისაუბრა მათ წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე. თუმცა, ორგანიზაციამ „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (Médecins Sans Frontières) დაადასტურა, რომ მათ ამ ინციდენტის დროს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის არაერთ მსხვერპლს უმკურნალეს. ხალხისთვის, რომელიც ისედაც შეჩვეული იყო ძალადობას, ეს ფაქტები მაინც განსაკუთრებით შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან გაუპატიურებები ხდებოდა ღია სივრცეში, დღისით, იყო უკიდურესად სასტიკი და ხშირად ფატალური შედეგით დასრულებული.[24] მრავალი მოწმის ჩვენების თანახმად, ქალების წინააღმდეგ გამოიყენებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ლულები და სხვა საგნები.[25] სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამჟამად იძიებს ამ ინციდენტს, ხოლო აფრიკის კავშირმა კამარას გადადგომა მოსთხოვა.[26]
მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურმა გაერთიანებამ (ECOWAS¹) გვინეას იარაღის ემბარგო დააწესა.[27] 2009 წლის ოქტომბრის ბოლოს აფრიკის კავშირმა, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მუსა დადის კამარა და ხუნტის ორმოცდაერთი სხვა წევრი დასაჯეს. აფრიკის კავშირმა ორმოცდაორივე პირს მოგზაურობა აუკრძალა და მათი საბანკო ანგარიშები გაყინა.[28] ევროკავშირმა ანალოგიური ზომები ერთი დღით ადრე მიიღო.[28] ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი მხოლოდ სამგზავრო აკრძალვის დაწესება ამჯობინა.[29]
აფრიკის კავშირის კომისარმა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა, რომ სანქციები მიზნად ისახავდა ხუნტის დასჯას და არ შეეხებოდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა ვაჭრობა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე.[28]
მკვლელობის მცდელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წლის 3 დეკემბერს კამარას ესროლეს პირებმა, რომლებიც მისი ადიუტანტის, აბუბაქარ „ტუმბა“ დიაკიტეს დაქვემდებარებაში იყვნენ. მთავრობის წარმომადგენელმა (იდრისა შერიფმა) განაცხადა, რომ იგი მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ხუნტის ანონიმურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თავის არეში მიყენებული ჭრილობის გამო კამარას მდგომარეობა მძიმე იყო. თავდასხმის დროს დაიღუპნენ კამარას პირადი მცველი და მძღოლი.[30]
4 დეკემბერს წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კამარამ რეალურად დატოვა ქვეყანა და სამკურნალოდ მაროკოში გაემგზავრა, მიუხედავად ოფიციალური პირების მტკიცებისა, რომ მისი მდგომარეობა სერიოზული არ იყო.[31]
ქვეყნის სამართავად ლიბანიდან სასწრაფოდ დაბრუნდა ვიცე-პრეზიდენტი (და თავდაცვის მინისტრი) სეკუბა კონატე.[32] სანამ კამარა რეაბილიტაციას გადიოდა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გამოხატა სურვილი, რომ იგი გვინეის გარეთ დარჩენილიყო. კონატე დაინიშნა გარდამავალი რეჟიმის ხელმძღვანელად, რომელსაც 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მომზადება დაევალა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, უილიამ ფიცჯერალდის განცხადებით: „კამარას ყველა ქმედება ძალაუფლების ხელში ჩაგდების ცუდად შენიღბული მცდელობა იყო... ჩვენ იგივე განცდა არ გვაქვს კონატესთან მიმართებით“.[33]
2009 წლის 16 დეკემბრის მონაცემებით, დიაკიტე კვლავ მიმალვაში იმყოფებოდა.[32]
2009 წლის 17 დეკემბერს ამერიკელმა დიპლომატიურმა აგენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობის მცდელობის შემდეგ კამარას ჯანმრთელობის მდგომარეობის „ძველებურ ფორმაში სრულად დაბრუნება მოსალოდნელი არ იყო“. ამავე დროს განიხილებოდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენის შესაძლო გეგმები.[34]
გადასახლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის 12 იანვარს კამარა ბურკინა-ფასოში გადააფრინეს.[35] 13 და 14 იანვარს უაგადუგუში გამართული შეხვედრების შემდეგ, 15 იანვარს კამარამ, კონატემ და ბურკინა-ფასოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბლეზ კომპაორემ, გამოსცეს ოფიციალური განცხადება. დოკუმენტი მოიცავდა თორმეტ პრინციპს, რომლებიც ექვსი თვის ვადაში გვინეის სამოქალაქო მმართველობაზე დაბრუნებას ითვალისწინებდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებდნენ მომავალ არჩევნებში, ხოლო კამარა რეაბილიტაციის პროცესს გვინეის გარეთ გააგრძელებდა.[36] 2010 წლის 21 იანვარს სამხედრო ხუნტამ ექვსთვიანი გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრად ჟან-მარი დორე დანიშნა, რომელსაც არჩევნების მომზადება დაევალა.[37]
მუსა გადასახლებაში უაგადუგუში ცხოვრობდა. ამ პერიოდში იგი ისლამიდან კათოლიციზმზე მოექცა და თავისი სახელი „მუსა“ (მოსე) ფრანგული ფორმით — „მოისით“ (Moïse) შეიცვალა. 2016 წლის ოქტომბერში კამარა საკუთარი პარტიის — „პატრიოტული ძალები დემოკრატიისა და განვითარებისათვის“ (FPDD) პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას მომავალ მუნიციპალურ და საკანონმდებლო არჩევნებში.[38]
2013 წელს იგი მცირე ხნით დაბრუნდა გვინეაში — მან ლიბერიიდან სახმელეთო საზღვარი გადაკვეთა, რათა დედის დაკრძალვას დასწრებოდა. 2015 წელს მისი კიდევ ერთი ვიზიტი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ალფა კონდემ აიძულა იგი, დაეტოვებინა კომერციული რეისი კოტ-დ’ივუარში შუალედური დაჯდომისას. საბოლოოდ, 2021 წლის 22 დეკემბერს კამარა გვინეაში დაბრუნდა.[5]
სასამართლო პროცესი და პატიმრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წლის 27 სექტემბერს კამარა დააპატიმრეს და დაიწყო მისი გასამართლება 2009 წლის ხოცვა-ჟლეტის გამო. კამარას ერთ-ერთმა ადვოკატმა, სალიფუ ბეავოგიმ განაცხადა, რომ პროკურორმა „ჩვენი ექვსი კლიენტი ცენტრალურ ციხეში გადაიყვანა, სადაც ისინი, როგორც ჩანს, პროცესის დასრულებამდე იქნებიან მოთავსებულნი“ და დაამატა, რომ „სამწუხაროდ, სასამართლო პროცესი ბრალდებულთა უფლებების დარღვევით იწყება“. 28 სექტემბერს კამარა და 10 სხვა ყოფილი სამხედრო და სამთავრობო პირი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.[39]
2023 წლის 4 ნოემბერს მძიმედ შეიარაღებულმა ჯგუფმა კამარა და კიდევ სამი მაღალჩინოსანი კონაკრის ციხიდან გააპარა.[40] გაქცევის დროს ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი თავდამსხმელი და გვინეის თავდაცვის ძალების ოთხი წევრი, ხოლო ექვსი ადამიანი ცეცხლსასროლი ჭრილობებით საავადმყოფოში მოხვდა.[41] კამარა რამდენიმე საათში ხელახლა დააკავეს.[42] 13 ნოემბერს მისი სასამართლო პროცესი განახლდა, რომელიც მანამდე სამი კვირით იყო შეჩერებული სხვა მიზეზების გამო.[43]
2024 წლის 31 ივლისს მუსა დადის კამარა დამნაშავედ ცნეს „კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში“ 2009 წლის ხოცვა-ჟლეტის გამო და მას ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.[44] 2025 წლის 28 მარტს იგი პრეზიდენტმა მამადი დუმბუიამ შეიწყალა,[45] მომდევნო თვეში კი კამარამ სამედიცინო მიზეზების გამო ქვეყანა დატოვა.[46]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Archived copy. ციტირების თარიღი: 8 November 2010
- ↑ HM Treasury. ციტირების თარიღი: 8 November 2010
- 1 2 Le Populaire, ISSN 0851-2442, N°3232, 31 August 2010, p. 2
- ↑ „Guinée : Comment France et Etats-Unis ont écarté le chef de la junte“ [Guinea: How France and the United States dismissed the head of the junta]. Le Monde. (ფრანგული). 9 December 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 October 2021. ციტირების თარიღი: 3 October 2021.
- 1 2 Guinea's 2008 Coup Leader Returns Home From Exile en (22 December 2021). ციტირების თარიღი: 14 November 2023
- ↑ „At Least 8 Die in Clashes in Guinea“. New York Times. 11 February 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016. ციტირების თარიღი: 15 October 2009.
- 1 2 3 "Qui est Moussa Dadis Camara, le nouveau president de la Guinee?" დაარქივებული 16 February 2012 საიტზე Wayback Machine. , Guineenews, 26 December 2008 (in French) .
- ↑ "Guinea coup leader says unions can help choose PM" დაარქივებული 25 May 2012 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, Associated Press (International Herald Tribune), 27 December 2008.
- ↑ Comment Moussa Camara est devenu Moussa Dadis Camara. ციტირების თარიღი: 1 February 2016
- 1 2 "Guinea's long-time military leader Conte dies" დაარქივებული 27 December 2008 საიტზე Wayback Machine. , AFP, 23 December 2008.
- ↑ "Military-led group announces coup in Guinea" დაარქივებული 26 December 2008 საიტზე Wayback Machine. , Associated Press, 23 December 2008.
- ↑ "Death of Guinea dictator prompts 'coup'" დაარქივებული 31 December 2008 საიტზე Wayback Machine. , AFP (Sydney Morning Herald), 23 December 2008.
- ↑ Counsel, Graeme. "Music for a coup – 'Armée Guinéenne'. An overview of Guinea's recent political turmoil". http://afsaap.org.au/assets/ARAS_Vol_XXXI_2_Counsel.pdf დაარქივებული 12 February 2015 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ „Military takes control in Guinea“. BBC News. 23 December 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 January 2018. ციტირების თარიღი: 23 December 2008.
- ↑ "Coup attempt in Guinea after president dies" დაარქივებული 7 January 2009 საიტზე Wayback Machine. , AFP, 23 December 2008.
- ↑ "Army captain named head of Guinea junta" დაარქივებული 22 January 2009 საიტზე Wayback Machine. , AFP, 24 December 2008.
- ↑ "Guinea coup leader parades through capital" დაარქივებული 4 September 2012 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, Associated Press (International Herald Tribune), 25 December 2008.
- 1 2 "Coup leader consolidates position in Guinea" დაარქივებული 4 September 2012 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, Associated Press (International Herald Tribune), 25 December 2008.
- ↑ "Guinea's new leader a mix of Robin Hood, dictator" დაარქივებული 14 April 2009 საიტზე Wayback Machine. Associated Press (Union Tribune ) 21 March 2009
- ↑ "Officials: Guinea's junta detains former premier", Associated Press (Kansas City Star), 23 March 2009
- ↑ ICC prosecutor to examine Guinea killings. Reuters (16 October 2009). ციტირების თარიღი: 15 October 2009
- ↑ Adam Nossiter (6 October 2009). „U.S. Envoy Protests Violence in Guinea“. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 January 2018. ციტირების თარიღი: 15 October 2009.
- ↑ Nossiter, Adam (5 October 2009). „In a Guinea Seized by Violence, Women Are Prey“. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 August 2022. ციტირების თარიღი: 21 October 2009.
- ↑ „Bloody Monday“. Human Rights Watch. 17 December 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2012. ციტირების თარიღი: 1 February 2016.
- ↑ „Bloody Monday“. Human Rights Watch. 17 December 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2012. ციტირების თარიღი: 1 February 2016.
- ↑ „French told to quit unsafe Guinea“. BBC News. 16 October 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 March 2016. ციტირების თარიღი: 15 October 2009.
- ↑ "France welcomes arms embargo on Guinea" დაარქივებული 26 August 2022 საიტზე Wayback Machine. . Reuters.
- 1 2 3 Nick Tattersall; Andrew Dobbie. African Union imposes sanctions on Guinea junta. Reuters (29 October 2009). ციტირების თარიღი: 30 October 2009
- ↑ „Sanctions imposed on Guinea junta“. BBC. 29 October 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 October 2009. ციტირების თარიღი: 30 October 2009.
- ↑ Guinea vice-president returns after assassination bid, BBC
- ↑ Nossiter, Adam (4 December 2009). „After Assassination Attempt, Guinea's Junta Leader Leaves Country for Treatment“. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 November 2020. ციტირების თარიღი: 5 December 2009.
- 1 2 Guinea's presidential guard explains assassination motive დაარქივებული 10 September 2013 საიტზე Wayback Machine. . Xinhua. 16 December 2009.
- ↑ Guinean Junta Leader Camara Blocked From Power by U.S, bloomberg, 9 December 2009, https://www.bloomberg.com/news/articles/2010-12-08/guinea-junta-leader-camara-blocked-from-returning-to-power-by-u-s-allies. წაკითხვის თარიღი: 10 December 2009
- ↑ https://web.archive.org/web/20101203093035/http://46.59.1.2/ .nyud.net/cable/2009/12/09RABAT988.html
- ↑ Brahima Ouedraogo, "Guinea leader arrives in Burkina Faso", Associated Press/Yahoo News (Jan 12 2009). ციტირების თარიღი: 14 January 2017
- ↑ "Junta chief Camara publicly confirms he will not seek return to power", france24 (January 18 2010) (18 January 2010). ციტირების თარიღი: 19 January 2010
- ↑ "Guinea junta officially names Dore prime minister" დაარქივებული 22 May 2010 საიტზე Wayback Machine. , Reuters, 21 January 2010.
- ↑ Guinée: Moussa Dadis Camara quitte son parti politique fr (11 October 2016). ციტირების თარიღი: 24 July 2021
- ↑ Guinean ex-dictator Moussa Dadis Camara jailed on eve of 2009 massacre trial en (27 September 2022). ციტირების თარიღი: 28 September 2022
- ↑ Moussa Dadis Camara: Guinea ex-ruler sprung from jail by armed men trial en (4 November 2023). ციტირების თარიღი: 4 November 2023
- ↑ Several killed in Guinea jailbreak that briefly freed ex-president en. ციტირების თარიღი: 12 November 2023
- ↑ Guinea's former dictator Camara recaptured hours after jailbreak en (4 November 2023). ციტირების თარიღი: 5 November 2023
- ↑ Trial Resumes in Guinea After Dramatic Jailbreak Raises Concerns en (14 November 2023). ციტირების თარიღი: 14 November 2023
- ↑ Afrique Procès du massacre de 2009 en Guinée: Moussa Dadis Camara condamné à 20 ans de prison pour crimes contre l'humanité fr (31 July 2024). ციტირების თარიღი: 31 July 2024
- ↑ Guinea ex-ruler Moussa Dadis Camara pardoned over stadium massacre en-GB (2025-03-29). ციტირების თარიღი: 2025-03-31
- ↑ Former Guinean junta leader Moussa Dadis Camara leaves country for medical reasons en-GB (15 April 2025). ციტირების თარიღი: 15 April 2025