მუსა გეშაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუსა გეშაევი
ჩეჩ. Муса Баутдинович Гешаев
დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1940 წელი
დაბადების ადგილი გროზნო, ჩეჩენ-ინგუშეთი, ავტონომიური საბჭოთა სოციალუსტური რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 7 მარტი, 2014 წელი (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია
საქმიანობა პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, კომპოზიტორი, ისტორიკოსი
ენა რუსული ენა და ჩეჩნური ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
ალმა-მატერი Russian State Institute of Performing Arts

მუსა ბაუტდინოს ძე გეშაევი (ჩეჩნურად: Муса Баутдинович Гешаев; დ. 20 აგვისტო, 1940; გროზნო, ჩეჩნეთი — 7 მარტი, 2014; მოსკოვი, რუსეთი)[1] — ჩეჩენი პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, კომპოზიტორი და ისტორიკოსი, რომელიც ბევრს წერდა ჩეჩენი და ინგუშური ხალხის კულტურის შესახებ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსა გეშაევი დაიბადა გროზნოში, ჩეჩენი მშობლების ოჯახში, 1940 წლის 20 აგვისტოს. მისი მეოთხე დაბადების დღეს გეშაევი ოჯახთან ერთად გადაასახლეს ყაზახეთში, შუა აზიაში, 1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩნებისა და ინგუშების იძულებითი დეპორტაციის შედეგად. ბავშვობა გაატარა ყაზახეთის ჟამბილის პროვინციის სოფელ მიდოვში, ხოლო სტუდენტობის პერიოდში მან ლექსების და მოთხრობების წერა დაიწყო. ჯერ კიდევ მესამე კლასში, გეშაევმა განაცხადა, რომ აპირებდა მწერალი გამხდარიყო.[2]

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გეშაევი 1960-1965 წლებში სწავლობდა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში (ახლანდელი პეტერბურგის სახელმწიფო საშემსრულებლო აკადემია). გეშაევი დაბრუნდა გროზნოში, ჩეჩნეთის ინგუშეთის კულტურის სამინისტროს უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 1967–1968 წლებში იგი იყო ფოლკლორული კულტურის სახლის მმართველი, რის დროსაც მან მრავალი სამხატვრო წარმოდგენა მოაწყო მთელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

1967-1978 წლებში გეშაევი ხელმძღვანელობდა ცნობილ ჩეჩნურ-ინგუშურ საცეკვაო კომპანიას "ვაინა" და მისი ხელმძღვანელობით საცეკვაო ჯგუფი სსრკ-ში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. 1979 წელს დაინიშნა რეგიონალური ფილარმონიის საზოგადოების დირექტორის მოადგილედ, ხოლო 1986-1993 წლებში იგი მსახურობდა საზოგადოებრივი ასოციაციის ,,ესტრადას" დირექტორად.[3]

1980-იანი წლები გეშაევის პოეზიისთვის ყველაზე ნაყოფიერი წლებია. ამ პერიოდში მის ლექსებზე ქმნიდნენ მრავალ სიმღერებს, რომლებსაც უკრავდნენ საკონცერტო დარბაზებში, ტელევიზიასა და რადიოში. გეშაევის რამდენიმე ლექსზე შექმნილ მუსიკას მღეროდა ჩეჩენი ბარდი იმამ ალიმსულტანოვიც.

მისი წიგნი, ცნობილი ჩეჩნები, რუსეთის საბაჟო სამსახურებში არ გაატერეს, რის გამოც გეშაევს მოუწია ინტერვიუში ეთქვა, რომ წიგნი იყო ჩეჩენ გმირებზე მთელი რუსეთის და საბჭოთა კავშირის ისტორიაში და არა ჩეჩენი მეამბოხეების შესახებ.[4]

გარდაიცვალა 7 მარტს, 2014 წელს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციაში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის 9 სექტემბერს გეშაევი დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.[5]

2006 წელს დაჯილდოვდა ფრანც კაფკას ოქროს მედლით.

2007 წელს პარიზში პოეზიის კონკურსზე ოქროს მედალი მიიღო.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლა სლავურ ენათმეცნიერებაში (1971 წელი, მოსკოვი)

ბედნიერების გამოცემა (1989 წელი)

სურვილების ყელსაბამი (1996 წელი, მოსკოვი)

დატრიალდა ცა (1998 წელი, გროზნო-მოსკოვი)

ბედნიერების რიგი (1989 წელი, გროზნო)

ფრთები (1999 წელი, გროზნო-მოსკოვი)

ცნობილი ჩეჩნები (1999 წელი, გროზნო)

კრესალო (2001 წელი, მოსკოვი)

ცნობილი ინგუშები (2003 წელი, გროზნო)

ჩეჩნური კვალი რუსულ თოვლში (2003 წელი, გროზნო)

ჯიჰადის ბალადა (2003 წელი, გროზნო)

ჩეჩნური პოეზიის ანთოლოგია (2003 წელი, გროზნო)

კავკასიური სამზარეულო (2007 წელი)

წყალობის ხმალი (2007 წელი, გროზნო)

მეოცნებე (2007 წელი)

კალეიდოსკოპი (2009 წელი, გროზნო)

ზღაპარი კატის ლანჩზე (2009 წელი)

მახმუდ ესამბაევი, იცეკვე უფსკრულზე (2009 წელი)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. wall 49730303 36355
  2. "Чеченская Фото Галерея - Муса Баутдинович Гешаев". May 20, 2007. Archived from the original on May 20, 2007. Retrieved December 16, 2019.
  3. "..::SOBAR.ORG::.. THE WEBSITE OF CHECHEN ENTERTAINMENT". June 17, 2007. Archived from the original on June 17, 2007. Retrieved December 16, 2019.
  4. "Untitled". archive.is. April 17, 2013. Archived from the original on April 17, 2013. Retrieved December 16, 2019.
  5. "О НАГРАЖДЕНИИ ОРДЕНОМ "ЗА ЗАСЛУГИ" ГЕШАЕВА М.Б.", archive.is, May 14, 2014, archived from the original on May 14, 2014, retrieved May 20, 2020