მურყმელის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Jusus church in murkmeli.JPG

მურყმელის მაცხოვრის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ მურყმელში. აგებულია XI საუკუნის შუა წლებში.

მურყმელის მაცხოვრის ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა, იგი თითქმის მიმალულია ბევრად უფრო მაღალ სახლებსა და კოშკებს შორის. თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია სხვადასხვა ზომისა და სახის ქვით ნაგები დასავლეთი ნაწილი. ეკლესიის დანარჩენი ნაწილი აგებულია ე. წ. კოშკური წყობით, მშრალად ნაწყობი ფიქლით, ბათქაშის გარეშე. საკურთხევლის აფსიდი ოთხკუთხაა, შიგა სივრცე მცირე ზომისა, თუმცა საკმაოდ მაღალი. ტაძარი მოხატული ყოფილა, ამჟამად ინტერიერში შემონახულია „ნათლისღების“, „ჯვარცმის“ და სხვა თემბზე შესრულებული მოხატულობა.

ტაძარი ლეჩხუმსა და სვანეთში არქეოლოგიური ექსპედიციისას მოუნახულებია ექვთიმე თაყაიშვილს, რომლის შესახებაც იგი წერს:

ვიკიციტატა
„ეკლესია მაცხოვრისა ქვისა, ქვისავე კანკელით. ამ კანკელში სამი კამარა არის და კამარები იწყება თვით იატაკიდან. კედლებზე ემჩნევა ნაშთები ფრესკებისა, უკეთ მოსჩანან დასავლეთის კედელზე ნათლისღება და ჯვარცმა. ეკლესიაში ნივთები ბევრია.[1]

ამის შემდეგ კი ექვთიმე თაყაიშვილი ჩამოთვლის იმ ნივთებს, რომელიც დაცულია მაცხოვრის ეკლესიაში. მათ შორისაა: ჯვრები, მაცხოვრის ოქროსა და ვერცხლის ხატები, ილია წინასწარმეტყველის კარედის წარწერიანი ხატი, ღვთისმშობლისა და სხვა წმინდანების ხატები.

მურყმელის მაცხოვრის ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 202.
  • ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, დაბრუნება, ტ.2, თბ., 1991

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]