მურუროა
იერსახე
| მშობ. სახელი: ფრანგ. Moruroa | |
|---|---|
|
მურუროა, ხედი კოსმოსიდან | |
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები | 21°50′ ს. გ. 138°50′ დ. გ. / 21.833° ს. გ. 138.833° დ. გ. |
| ფართობი | 15 კმ² |
| სიგრძე | 28 კმ |
| სიგანე | 11 კმ |
| კომუნა | ტურეია |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | დაუსახლებელი (2017) |

მურუროა (ფრანგ. Moruroa) — ატოლი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ტუამოტუს არქიპელაგში. შედის საფრანგეთის პოლინეზიის ტურეიას კომუნის შემადგენლობაში. მდებარეობს ტაიტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1250 კმ-ში. ფართობი — 15 კმ². სიგრძე — 28 კმ, სიგანე — 11 კმ. საფრანგეთმა 1966-1996 წლებში მურუროასა და ფანგატაუფაზე ბირთვული იარაღი გამოცადა, რომელმაც საერთაშორისო პროტესტები გამოიწვია, განსაკუთრებით 1974-1995 წლებში. სხვადასხვა ცნობით მურუროაზე 175-181 ბირთვული გამოცდა ჩატარდა. პირველი ბირთვული იარაღის ტესტირებული აფეთქება მოხდა 1966 წლის 3 ივლისს. 1992 წელს ბირთვული იარაღის ტესტირება შეწყდა, თუმცა განახლდა 1995 წელს. საფრანგეთმა უკანასკნელი ბირთვული იარაღის ტესტირება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში 1996 წლის იანვარში ჩაატარა ფანგატაუფის ქვეშ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მურუროა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)