მურუზის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მურუზის სახლი
Дом Мурузи
კოორდინატები 59°56′33″N 30°20′56″E / 59.9425° ჩ. გ. 30.348889° ა. გ. / 59.9425; 30.348889
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სტილი მავრიტანული
თარიღდება 1874-1877
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802328000

მურუზის სახლი (რუს. Дом Мурузи) — ყოფილი საშემოსავლო სახლი, რომელიც მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, ლიტეინის გამზირზე 24-ში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო 1874 წელს და დასრულდა 1877 წელს. სახლი აშენდა არქიტექტორის ა. კ. სერებრიაკოვის პროექტით, მშენებლობაში მონაწილეობდა, ასევე პ. ი. შეტოვი. აღნიშნული სახლი, აშენდა ალექსანდრე დიმიტრის ძე მურუზისთვის. მანამდე ნაკვეთი, რომელზეც სახლია განთავსებული ეკუთვნოდა ნ. პ. რეზანოვს. სახლის ინტერიერი ნ. ვ. სულტანოვის მიერ არის შესრულებული. სახლის ფასადი შესრულებულია მავრიტანულ სტილში. 1890 წლიდან რევოლუციამდე, სახლი გენერალ-ლეიტენანტ ოსკარ რაინის მფლობელობაში იყო[1]. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბინაში მერეჟკოვსკის ლიტერატურული სტუდია მუშაობდა.

მურუზის სახლს ღირსეული ადგილი უკავია თანამედროვე სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურულ რუკაზე. 1919 წელს შენობაში გაიხსნა ახალგაზრდა მთარგმნელთა სტუდია.1920-იანი წლების დასაწყისში, ნიკოლოზ გუმილიევის ინიციატივით, აქ შეიქმნა პეტროგრადის პოეტების სახლი.

1955-1972 წლებში აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა იოსებ ბროდსკი. 2010 წლის ოქტომბერში, სახლში რომელშიც ცხოვრობდა იოსებ ბროდსკი, გაიხსნა მისი სახელობის მუზეუმი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლის ფასადები გაფორმებულია მრავალრიცხოვანი ფანჯრებით, აივნებითა და ნიშებით. სახლს ამშვენებს მდიდრული სვეტები და მომრგვალებული თაღები. სახლის ფასადი ასევე გაფორმებულია სტილიზირებული წარწერებით. ძირითადი კიბეები აღმოსავლური ორნამენტებით არის მორთული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Зодчие Санкт-Петербурга. XIX — начало XX века / сост. В. Г. Исаченко; ред. Ю. Артемьева, С. Прохватилова. — СПб.: Лениздат, 1998. — 1070 с. — ISBN 5-289-01586-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Лосев Л. В. Иосиф Бродский. Опыт литературной биографии. — М.: Молодая гвардия, 2011. — С. 13. ISBN 978-5-235-03459-4