მურსიის სამეფო
| მურსიის სამეფო ესპ. Reino de Murcia | |||||||||
| |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
| დედაქალაქი | მურსია, კარტახენა | ||||||||
| ენა | ესპანური | ||||||||
მურსიის სამეფო (ესპ. Reino de Murcia) — კასტილიის სამეფოს დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორია.
მოკლე ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მურსიის სამეფო 1258 წლიდან 1833 წლამდე არსებობდა. საუკუნეების განმავლობაში სამეფოს ტერიტორია იცვლებოდა, მაგრამ სხვადასხვა დროს მასში თანამედროვე პროვინციების - მურსიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ალბასეტეს, სამხრეთ ალიკანტეს და ხაენის რამდენიმე დასახლების ტერიტორიები შედიოდა.
სამეფოს ისტორია რეკონკისტით იწყება, როდესაც XIII საუკუნეში ქრისტიანებმა ალ-ანდალუსის ნაწილი დაიბრუნეს. პირენეის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კარტახენას ეპარქია და მურსიის სამეფო კასტილიის გვირგვინის ნაწილად ჩამოყალიბდა. დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანული მურსია გრანადის მუსლიმურ საამიროს ესაზღვრებოდა[1]. ამან სამეფოს გამაგრებებით მშენებლობა დააწყებინა. ერთ-ერთი მათგანი, ლორკას ციხე, დღეს ესპანეთის ერთ-ერთი უდიდესი ციხეა.
საფრთხე მხოლოდ მუსლიმური საამიროებიდან არ მოდიოდა. 1296 წელს არაგონის მეფე ხაიმე II მურსიის სამეფოში შეიჭრა და ის თავის სამფლობელოებს შეუერთა. 1305 წელს კასტილიასა და არაგონს შორის ხელი მოეწერა ელჩეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც მურსია დაუბრუნდა, მცირე ტერიტორიის გარდა[2].
მოგვიანებით, მურსიის სამეფომ გადამწყვეტი როლი ითამაშა 1492 წელს გრანადის საამიროზე გამარჯვებაში. მურსია ასევე დაუპირისპირდა ნაპოლეონის ჯარებს, რომლებმაც ვერასდროს შეძლეს კარტახენას აღება.
სამეფო არსებობდა 1833 წლის რეფორმამდე, როდესაც მის ტერიტორიაზე შეიქმნა მურსიის რეგიონი, რომელიც შედგებოდა მურსიისა და ალბასეტეს პროვინციებისგან.