მურთაბაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მურთაბაქი

მურთაბაქი (არაბულად: مطبق) — ბლინი ან ტაფაზე შემწვარი პური, რომელიც დამახასიათებელია არაბეთის ნახევარკუნძულისა და სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში გვხვდება. განსაკუთრებით პოპულარულია საუდის არაბეთში, ქუვეითში, იემენში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, სინგაპურში, ბრუნეისა და ტაილანდში. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სახელი და ინგრედიენტები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. სახელი მუთაბბაკი არაბულად ნიშნავს „დაკეცილს". ეს არის პოპულარული ქუჩის საკვები ინდონეზიაში, მალაიზიასა და სინგაპურში. [1][2]

მურთაბაქს ხშირად უწოდებენ ცხარე დაკეცილ ომლეტის ბლინს, ბოსტნეულის ნაწილებით.[3] ეს მურთაბაქის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს ბლინი კვერცხის შიგთავსითაა სავსე, რომელსაც ზოგჯერ ერევა მწვანილები და გატარებული ხორცი. ის იწვება ტაფაზე და შემდეგ კვადრატებად იჭრება.[2][4] ინდონეზიაში, მურთაბაკი ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული ქუჩის საკვებია და ცნობილია, როგორც მარტაბაკი.

მურთაბაკის მომზადების პროცესი ინდონეზიაში

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა მურთაბაქი არაბულად ნიშნავს "დაკეცილს".არსებობს მოსაზრება, რომ მურთაბაკი შეიძლება წარმოშობილიყო იემენიდან, სადაც ინდური მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობდა.[1] ინდოელი ვაჭრების დახმარებით ის მთელი ქვეყნის გარშემო გავრცელდა. მურთაბაკი სამხრეთ აზიაში ჩამოიყვანეს ტამილელმა მუსლიმმა ვაჭრებმა.[2] კერძი, რომელსაც მურთაბაკად მოიხსენიებენ, არის მრავალშრიანი ბლინი, რომელიც წარმოიშვა ქერალას შტატში, ინდოეთში. აქაური ხალხი კერძს მამმაკს (ბიძიას) ეძახდა. კერძი ორიგინალი სახელწოდება მუთაბარია, თუმცა საჭმელი მსოფლიოში ცნობილია, როგორც მურთაბაკი. ეს სიტყვა ორი ნაწილისგან შედგება, რომლებიც ითარგმნება როგორც კვერცხი და პური.

პურის მსგავსი ვერსიები არსებობს ისეთ ადგილებში, როგორიცაა იემენი და არაბული სამყაროს სხვა რეგიონები, ასევე ირანში. შუა აღმოსავლეთში ყველა ამ ადგილს ინდოელი ვაჭრები საუკუნეების წინ სტუმრობდნენ და მათთვის უჩვეულო არ იყო თავიანთი კერძების გავრცელება.

იმ ქვეყნებში, სადაც მურთაბაქი ფართოდ არის ხელმისაწვდომი, ის იმდენად გავრცელებულია, რომ ყოველდღიურ კერძადაა ქცეული. ეს კერძი მზადდება არა მხოლოდ სახლში, არამედ ხშირად გვხვდება იაფფასიანი კვების მენიუში, როგორიცაა ქუჩის რესტორნები. მას ქუჩის კერძსაც კი უწოდებენ. არსებობს მურთაბაქის მზა სახეობაც, განსაკუთრებით ტკბილი ვარიანტი, რომელიც დიდ სუპერმარკეტებში იყიდება.[5]

მარილიანი და ცხარე ვარიანტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაიზიური მუთრაბაკი

მურთაბაქის მრავალი სახეობა არსებობს. მაგალითად ბრუნეიში კერძს ცომისაგან (მართაბაქ კოსონ) ამზადებენ, რის გამოც ის ინდური პარათჰას მსგავსია. მართაბაქ კოსონ შედგება პურისმაგვარი ცომისაგან, რომელიც ტაფაზე იწვება. ამ კერძს ცხელს მიირთმევენ და ხშირად უმატებენ ცხარე სოუსებს. სინგაპურსა და მალაიზიაში ჩვეულებრივ, მურთაბაკებს ავსებენ სანელებლებითა და ძროხის, ქათმის ან ცხვრის ხორცით. სოუსებიდან იყენებენ სანელებლების სოუსს, ტკბილ ხახვისა და კიტრის მწნილსა და კეტჩუპთან ერთად.[6] სინგაპურსა და მალაიზიაში არსებობს მურთაბაქის სხვა სახეობაც, რომელსაც ყველისაგან ამზადებენ. განსაკუთრებით პოპუარულია მოცარელათი მომზადებული კერძი. ჯოჰორეული (მალაიზია) და სინგაპურული მურთაბაკი უფრო მეტ დაკეპილ ხორც შეიცავს, ვიდრე სხვა მალაიზიური ვარიანტები.

ინდონეზიური კვერცხის მარტაბაკის საერთო ინგრედიენტები, ცომის გარდა, არის სუნელიანი დაკეპილი ხორცი (საქონლის ხორცი, ქათამი ან ცხვრის ხორცი), დაჭრილი მწვანე ხახვი, ზოგიერთი მწვანილი (სურვილისამებრ), კვერცხი, მარილი და კარტოფილი.[7] ზოგი ქუჩის მოვაჭრე ურევს ძროხის ხორცს ცხარე სუნელებს. ინდონეზიაში, სანელებლებიანი დაკეპილი ხორცის დასამზადებლად ჩვეულებრივი სანელებლები არის ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი, კუმინი, ქინძი, კურკუმა, ცოტაოდენი მარილი და ზოგჯერ ცოტაოდენი ნატრიუმის გლუტამატი. ყველა სანელებელი ერთადაა დაკეპილი ან ჯერ იკეპება და შემდეგ ერთად იწვება.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Heinz Von Holzen (2014).A New Approach to Indonesian Cooking. Marshall Cavendish International Asia Pte Ltd. p. 129. ISBN 9789814634953.
  2. 2.0 2.1 2.2 Lonely Planet Food (2012). The World's Best Street Food: Where to Find it & How to Make it. Lonely Planet. p. 108. ISBN 9781743216644.
  3. Vivienne Kruger (2014). Balinese Food: The Traditional Cuisine & Food Culture of Bali. Tuttle Publishing. ISBN 9781462914234.
  4. Tahira. "Make Delicous Memories". Asaan Recipes. Retrieved 29 October 2020.
  5. Dean, John (2007). Rahasia Sukses Usaha Kecil dan Menenggah (UKM) Martabak Manis (in Indonesian). Jakarta: Gramedia Pustaka Utama. ISBN 978-979-222748-2.
  6. Rowley, David (2011). Erections in the Far East. Pneuma Springs Publishing. p. 20. ISBN 978-1907-72831-0.
  7. Jacob-Ashkenazi, Jeanne; Ashkenazi PhD, Michael (2014). The World Cookbook: The Greatest Recipes from Around the Globe (Revised ed.). ABC-CLIO. p. 831. ISBN 978-1-6106-9469-8.
  8. Kraig, Bruce; Taylor Sen PhD, Colleen (2013). Street Food Around the World: An Encyclopedia of Food and Culture. ABC-CLIO. p. 186. ISBN 978-1598-84955-4.