მურა ნიადაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მურა ნიადაგი

მურა ნიადაგინიადაგის ტიპი, რომელიც გავრცელებულია უმთავრესად ნახევრად უდაბნოს მშრალი და ცხელი ჰავის პირობებში. შეიცავს ნახშირმჟავა კირს, ღრმა ფენაში — თაბაშირს და ხშირად ადვილად ხსნად მარილებს. მურა ნიადაგი დაბალნაყოფიერია.

საქართველოში გვხვდება აღმოსავლეთ რაიონებში (ელდარის ველი, ტარიბანისა და ჩათმის ვაკე და სხვა). იყენებენ საძოვრად. გასარწყავებისა და აგროტექნიკური ჩატარების შემდეგ მოჰყავთ მარცვლეული, ბოსტნეული და მრავალწლოვანი კულტურები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]