მუნკუ-სარდიკი
იერსახე
| მუნკუ-სარდიკი | |
|---|---|
მუნკუ-სარდიკი | |
| კოორდინატები: 51°43′07″ ჩ. გ. 100°36′52″ ა. გ. / 51.7188694° ჩ. გ. 100.6145889° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| სიმაღლე | 3491 მ |
| ქედი | აღმოსავლეთი საიანი |
მუნკუ-სარდიკი (რუს. Мунку-Сардык) — მთის მასივი აღმოსავლეთ საიანში, რუსეთისა და მონღოლეთის სახელმწიფო საზღვარზე. აქვს 6 მწვერვალი (უმაღლესია მუნკუ-სარდიკი, 3491 მ). აგებულია გრანიტებით. მდინარეთა ხეობებში ზღვის დონიდან 2000 მ-მდე შემოსილია ტყით, უფრო მაღლა — ფერდობებზე გვხვდება ალპური მდელოები, ტყის ტუნდრა და ქვიშრობები. მუნკუ-სარდიკზე არის რამდენიმე მყინვარი (გამყინვარების საერთო ფართობია 1,3 კმ²). განვითარებულია ტურიზმი და ალპინიზმი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუნკუ-სარდიკი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)