შინაარსზე გადასვლა

მუნიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინდინარეობის დამაარსებელი სონ მიუონგ მუნი.

მუნიზმი, ერთობის მოძრაობა, ერთობის ეკლესია — რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ჩაისახა კორეაში და გავრცელდა აშშ-ში. მოძრაობა, გარდა რელიგიისა, მოიცავს ინდუსტრიას, პოლიტიკას, მეცნიერებას, კულტურას. მუნისტთა მიმდინარეობის დამაარსებელია სან მიუნგ მუნი. მას ჩამორთმეული აქვს ზოგიერთ სახელმწიფოში შესვლის უფლება. მუნიზმს მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში მილიონამდე მიმდევარი ჰყავს. მისი მისიონერული ცენტრი მდებარეობს ნიუ-იორკში.

სან მიუნგ მუნი 1920 წელს დაიბადა სამხრეთ კორეაში, პრესვიტერიანულ ოჯახში დაიბადა. მამა ამზადებდა პასტორად, მაგრამ მან სხვა გატაცებები გამოავლინა და 16 წლის ასაკში აღმოაჩინა საკუთარი ქარიზმა. 1950 წელს დამოუკიდებელი რელიგიური საქმიანობა დაიწყო და 25 წლის ასაკში დაწერა საპროგრამო ტრაქტატი. მუნმა გამოაცხადა, რომ ის არის მესია, რომ მას გამოეცხადნენ იესო ქრისტე, ბუდა და სხვა დიდი წინასწარმეტყველები და მოუწოდეს, ბოლომდე მიეყვანა მათი საქმე. ამის გამო მან სახელი სან სენი შეიცვალა სან მიუნგით, რაც ნიშნავს მანათობელ ურჩხულს. 1954 წელს სეულში მან დააარსა „ერთობის ეკლესია“.

მსოფლიოში პირველმა კონსერვის ცარიელი ქილებისგან ააგო საკუთარი ეკლესია. ოთხჯერ გაასამართლეს და ოთხჯერ იჯდა ციხეში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ხუთჯერ დაქორწინებულიყო. მეხუთედ ცოლად შეირთო სეულის უნივერსიტეტის სტუდენტი, 18 წლის ქალიშვილი, რომელთანაც მრავალი შვილი გააჩინა.

1972 წელს გადასახლდა აშშ-ში, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია. თავისი ანტიკომუნისტური პროპაგანდის წყალობით 72 სხვადასხვა ქალაქის საპატიო მოქალაქედაც კი აირჩიეს. მუნმა ამერიკაში შემოკრიბა მიმდევართა დიდირაოდენობა და დააგროვა დიდი კაპიტალი, მაგრამ 1982 წელს დააპატიმრეს გადასახადების გადაუხდელობის გამო და მიუსაჯეს პატიმრობა 1,5 წლით.

1980-იანი წლებიდან მუნიზმი გავრცელდა სამხრეთ ამერიკაში. ქ.სეულში ჩატარდა მუნისტების საერთაშორისო კონფერენცია მეცნიერებისთვის, რომელშიც 109 ქვეყნის 800 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის სახელმწიფოთა ყოფილი ლიდერები, ელჩები, მეცნიერები, ჟურნალისტები.

1992 წელს მუნმა თავისი თავი ახალი კაცობრიობის მამად და მესამე ადამად გამოაცხადა (ქრისტეს შემდეგ), ხოლო მისი ცოლი – კაცობრიობის დედად და მესამე ევად (მარიამ ღვთისმშობლის შემდეგ). ნიუ-იორკის ერთ-ერთ უბანში მოაწყო მასობრივი ქორწინება და 2075 წყვილი ერთდროულად დააქორწინა. ახალდაქორწინებულები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

ბოლოს მუნი საფრანგეთში წავიდა. სწორედ საფრანგეთში ჩამოაყალიბა თავისი მოძღვრება. მუნის აზრით, რაკი ქრისტემ ვერ მოასწრო ოჯახის შექმნა და მემკვიდრის დატოვება, რაც, თუ განხორციელდებოდა, საწინდარი იქნებოდა ამქვეყნად ღვთიური მეუფებისა, ამიტომ ამ მისიის შესრულება მას დაეკისრა და საბოლოოდ თვითონ იხსნიდა კაცობრიობას. ამის გამო თავის თავს "ახალი მესია" უწოდა და განაცხადა, მე დავამარცხებ სატანასო.

თავისი მისიის აღსასრულებლად მუნის კონკრეტულად უნდა გაერკვია ქრისტეს მეორედ მოსვლის ადგილსამყოფელი, რადგანაც ეს ახალი "აღთქმული მიწა" მისი რელიგიური სიდიადის დასტურიც უნდა გამხდარიყო. ამ მიზნით ბევრი "იმუშავა" ახალი აღთქმის წიგნებზე და განაცხადა, ეს ადგილსამყოფელი აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანა იქნება: ან კორეა, ან იაპონია, ან ჩინეთიო. თუმცა იაპონია ვერ იქნება "აღთქმული მიწა", ვინაიდან მთელი ისტორიის მანძილზე მზის ქალღმერთს ეთაყვანებოდა, ხოლო როგორც ფაშისტური სახელმწიფო, კორაში ქრისტიანობას დევნიდა; ჩინეთი კომუნიზმის კერაა და ამიტომ ვერც ის გამოდგება "აღთქმულ მიწად"' სამაგიეროდ კორეა იქნება ის ქვეყანა, სადაც ქრისტე მეორედ მოვაო.

მუნმა მალე ყურადღება მიაპყრო ახალგაზრდობის პრობლემებს. სათავე დაუდო ასობით და ათასობით ახალგაზრდა წყვილთა ერთდროულ ჯგუფურ ქორწინებებს სტადიონებსა და დიდ სასახლეებში. მუნის მოწოდებით ადამიანი ერთადერთ ნამდვილ ოჯახს მხოლოდ მის რელიგიურ გაერთიანებაში შექმნიდა. სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი მუნისტური ორგანიზაციები თავიანთ თავსაც "ოჯახს" უწოდებდნენ, ხოლო ხელმძღვანელებს - მუნსა და მის მეუღლეს - "მამას და დედას".

მუნის დაბადების 80 წლისთავი ქ. სეულში დიდი ზარ-ზეიმით ჩატარდა. მან სიტყვაში ხაზი გაუსვა თავის მესიანურ მისიას და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 16 წლისამ ლოცვითი კავშირი დაამყარა უფალთან. ამქვეყნად კი იმისთვის მოვიდა, გაეგო კაცობრიობის უბედურების მიზეზი, გაიგო კიდევაც ეს მიზეზი და ახლა კაცობრიობის დასახსნელად იბრძვის, გახდა კაცობრიობის ნამდვილი მშობელი მამა და მხოლოდ სხვებისთვის ცხოვრობდა, როგორც ღმერთის წარმოგზავნილი.

მუნის რელიგიურ-სპირიტუალური სისტემა ჩამოყალიბებულია შრომებში „პრინციპთა ახსნა“ (სეული, 1957) და „პრინციპთა განმარტება“ (სეული, 1966). ორივე ნაშრომი ითარგმნა ინგლისურად და გამოიცა ერთ წიგნად სათაურით „ღვთაებრივი პრინციპი“ (ვაშინგტონი, 1973). მუნის მოძღვრებას ახალი გამოცხადების პრეტენზია აქვს.

მუნის მოძღვრების მიხედვით ღმერთი მამააა, ადამიანები კი მისი შვილები. შეცთომილი შვილები მამას უარყოფენ და იტანჯებიან. ამის დასრულება შესაძლებელია სამი დაბრკოლების გადალახვით: 1. ზნეობრივი ეგოცენტრიზმი, 2. ქრისტიანობის კრიზისი და 3. მსოფლიო რელიგიების ურთიერთგაუცხოება. დედამიწაზე ღვთის საუფლო დამყარდება არა უკანასკნელი სამსჯავროს შედეგად, არამედ მაშნ, როდესაც განადგურდება ბოროტება. ამისთვის კი გადამწყვეტია არა რელიგიური კულტმსახურება, არამედ ინდივიდუალური ზნეობრივი სრულყოფილება. მუნი ამბობს, რომ მისი მიზანია არა ახალი რელიგიის დაფუძნება, არამედ ქრისტიანული კონფესიების და შემდეგ ყველა კონფესიის გაერთიანება.

მუნის ორგანიზაცია ყოველ წელს 100 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს თავისი ეკლესიის საჭიროებისათვის. ამერიკაში, ევროპასა და აზიაში უზარნაზად ქიბებას ფლობს, აქვს მრავალი ბეჭდვითი ორგანო, რომლებიც უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ენაზე ვრცელდება, აქვს ასევე საარაკო კაპიტალის მქონე საწარმოო გაერთიანებები.

მუნისტურ ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველმა ფული უნდა გადარიცხოს მუნის ეკლესიაში და ამის შემდეგ მიაქცევს ყურადღებას ახალი თემი და მისი მამა. მუნი ქრისტიანობის წინააღმდეგია. იგი ამბობდა, რომ მისი მიმდევრები ქრისტიანობას გასრესდნენ, შემდეგ კი უფალს დედამიწაზე მოიხმობდნენ და მათი იქნებოდა მთელი მსოფლიო, რომ კაცობრიობის ისტორიაში იყვნენ წმინდანები, მოციქულები, მრავალი დიდი რელიგიური ლიდერი.

დაბადებიდან მე-8 დღეს ხდება ბავშვის მიძღვნა ღვთისადმი. მნიშვნელოვანია ჯვრისწერის წესიც. მნიშნელოვანი დღესასწაულებია ახალი წელი, როგორც ღვთის დღე, ასევე მშობელთა დღე, შვილების დღე, ყოველი ცოცხალი არსების დღე. ღვთისმსახურება იმართება კვირა დღეს, გალობენ რელიგიურ ჰიმნებს, კითხულობენ ბიბლიას და მუნის წიგნებს.

მუნისტები საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნისტური პირველად საქართველოში 1999 წელს გაჩნდნენ. მათ დააარსეს ორგანიზაციები „საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდი", „ქალები მშვიდობისთვის მსოფლიოში“, „ოჯახები მშვიდობისა და ერთიანობისთვის მთელ მსოფლიოში“. 2005 წელს თბილისში დაარსდა „მსოფლიოს მშვიდობის ფედერაციის“ ფილიალი. პრეზენტაცია გაიმართა 18 ოქტომბერს [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია |თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის]] დარბაზში, რომელსაც თავად მუნი დაესწრო. ერთი წლის შემდეგ მუნი აპირებდა ლექციის ჩატარებას რუსთაველის თეატრში, მაგრამ ღონისძიება ჩაიშალა საქართვეოს საპატრიარქოს პროტესტის გამო. ამის ნაცვლად მუნმა ლექცია ბაქოში გამართა.

თბილისში მუნისტების მცირე ჯგუფი მოქმედებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]