მუმბაის ვიქტორიანული გოთიკისა და არტ-დეკოს ანსამბლი
| მუმბაის ვიქტორიანული გოთიკისა და არტ-დეკოს ანსამბლი | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
| სტატუსი | მსოფლიო მემკვიდრეობა[1] |
| ქვეყანა |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | ii, iv |
| რეგიონი | აზია |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2018 (42-ე სესია) |
| ნომერი | 1480 |
![]() | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1480 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მუმბაის ვიქტორიანული გოთიკისა და არტ-დეკოს ანსამბლი — წარმოადგენს XIX საუკუნის ვიქტორიანული აღორძინების საჯარო და XX საუკუნის მუმბაის არტ-დეკოს სტილის კერძო შენობების კოლექციას მუმბაის ფორტის უბანში.[2] ეს ანსამბლი 2018 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.[3][4]
ეს შენობები განლაგებულია ოვალ-მაიდანის გარშემო, დიდი რეკრეაციული მოედნის ირგვლივ, რომელსაც ოდესღაც ესპლანადა ერქვა.[3] ოვალის აღმოსავლეთით განლაგებულია ვიქტორიანული გოთიკური საჯარო შენობები, ხოლო დასავლეთ მხარეს - ბექ ბეი რეკლამეიშენისა და მარინ დრაივის არტ-დეკოს სტილის შენობები.[3] ეს ნომინაცია მიზნად ისახავს სულ 94 შენობის დაცვას.[5][6]
XIX საუკუნის ვიქტორიანული გოთიკური შენობები, რომლებიც ოვალის აღმოსავლეთით მდებარეობს, ძირითადად არის მუმბაის უმაღლესი სასამართლო, მუმბაის უნივერსიტეტი (ფორტის კამპუსი) და საქალაქო სამოქალაქო და სასამართლო პალატა (განთავსებულია ძველი სამდივნოს შენობაში).[7][3] ეს მონაკვეთი ასევე მოიცავს მუმბაის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას, რაჯაბაის საათის კოშკს. XX საუკუნის არტ-დეკოს შენობები განლაგებულია ოვალის დასავლეთ მონაკვეთში და შედგება ძირითადად კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი შენობებისა და ეროს კინოთეატრისგან.[3]
ვიქტორიანული გოთიკური და არტ-დეკოს შენობების ეს ანსამბლი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში დაემატა 2018 წლის 30 ივნისს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესიაზე, რომელიც ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში გაიმართა.[8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://whc.unesco.org/en/list/1480/
- ↑ Victorian Gothic and Art Deco Ensembles of Mumbai en. ციტირების თარიღი: 2023-08-21
- 1 2 3 4 5 The Victorian & Art Deco Ensemble of Mumbai - UNESCO World Heritage Centre. UNESCO World Heritage Centre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 March 2018. ციტირების თარიღი: 29 June 2015
- ↑ Mumbai's Victorian Gothic Art Deco Ensembles Is A World Heritage Site artdecomumbai.com. Retrieved 4 September 2021
- ↑ List of Buildings, Architectural Styles & Maps of the UNESCO Precinct – Art Deco en-US. ციტირების თარიღი: 2018-07-24
- ↑ Research | Art Deco en-US. ციტირების თარიღი: 2018-07-24
- ↑ History - City Civil and Sessions Court, Mumbai. District Courts of India. ციტირების თარიღი: 29 June 2015
- ↑ Four sites added to UNESCO’s World Heritage List. UNESCO (30 June 2018). ციტირების თარიღი: 5 July 2018
