შინაარსზე გადასვლა

მულტიპლანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Horatio Phillips საარქივო ფოტო, 1904 წელი

მულტიპლანი (მულტი... და ლათ. planum — „სიბრტყე“) — თვითმფრინავი, რომელსაც აქვს ოთხზე მეტი მზიდი ზედაპირი (ოთხზე მეტი ფრთა).

თვითმფრინავების კონსტრუქციაში მრავალი ფრთის გამოყენების ტენდენცია, ავიაციის განვითარების საწყისი ეტაპის დამახასიათებელი თვისება იყო. აეროდინამიკა, როგორც მეცნიერება, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო და პირველი თვითმფრინავის შემქმნელები ცდილობდნენ ამ გზით გაეზარდათ ამწე ძალა. თუმცა, გაზრდილი წევის გამო, ამ დიზაინის თვითმფრინავებმა სწრაფად დაუთმეს ადგილი ბიპლანებსა და მონოპლანებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]