მულატუ ტეშომე
| მულატუ ტეშომე | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 29 იანვარი, 1957[1] (69 წლის) |
| დაბადების ადგილი | Arjo |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | პეკინის უნივერსიტეტი |
მულატუ თეშომე ვირტუ (ორომო Mulaatuu Tashoome Wirtuu; ამჰ. ሙላቱ ተሾመ ውርቱ; დ. 1957)[3] — ეთიოპიელი პოლიტიკოსი, რომელიც 2013-დან 2018 წლამდე იყო ეთიოპიის პრეზიდენტი.[4][5][6]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
]]

მულატუ დაიბადა ქალაქ არჯოში, ველეგას პროვინციაში.[7] მან განათლება ჩინეთში მიიღო, სადაც პეკინის უნივერსიტეტში დაამთავრა პოლიტიკური ეკონომიკის ფილოსოფიის ბაკალავრიატი და მოიპოვა დოქტორის ხარისხი საერთაშორისო პოლიტიკაში.[7] 1990 წელს მან მიიღო სამართლისა და დიპლომატიის მაგისტრის ხარისხი ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში. სპიკერ აბადულა გემედას თქმით, იგი ასწავლიდა ზოგიერთ „უცხოურ უნივერსიტეტსა და ინსტიტუტში“.
1990-იანი წლების შუა პერიოდში იგი იყო ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრის, გირმა ბირუს მოადგილე, ხოლო 2001 წელს დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრად.[8] 2002-დან 2005 წლამდე მას ასევე ეკავა ფედერაციის პალატის სპიკერის თანამდებობა.[8] სხვადასხვა დროს იგი მსახურობდა ეთიოპიის ელჩად ჩინეთში, იაპონიაში, თურქეთსა[5][6][9] და აზერბაიჯანში.[10]
თურქეთში ელჩად ყოფნის პერიოდში, 2013 წლის 7 ოქტომბერს, იგი პარლამენტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ეთიოპიის პრეზიდენტად აირჩიეს.[6] მის არჩევას მიესალმა გირმა სეიფუც „ერთობა დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის“ წევრი და პარლამენტში ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი.[6] მისი წინამორბედების, გირმა ვოლდე-გიორგისისა და ნეგასო გიდადას მსგავსად, იგი ეთნიკურად ორომოა.[5][11]
მულატუ დაქორწინებულია და ჰყავს ერთი ვაჟი.[12]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://investethiopia.org/post-3/
- ↑ Bethke F. S. Database of Cabinet Politics in Sub-Sahara Africa
- ↑ Hawassaonline.com. Dr Mulatu Teshome Ethiopian Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-25. ციტირების თარიღი: 2018-11-25
- ↑ Ethiopia lawmakers to appoint new president en-UK (19 August 2020).
- 1 2 3 „Ethiopia parliament elects Mulatu Teshome as new president“. Rappler. AFP. 7 October 2013. ციტირების თარიღი: 7 October 2013.
- 1 2 3 4 Kussa, Mulugeta (7 October 2013). „Dr. Mulatu Teshome elected new President of Ethiopia“. Ertagov.com. Ethiopian Radio and Television Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 October 2013. ციტირების თარიღი: 7 October 2013.
- 1 2 Wei, Wang (7 October 2013). „Ethiopia Elects New President“. Xinhua News Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2013. ციტირების თარიღი: 7 October 2013.
- 1 2 „Ethiopia: Fine Line“. Addis Fortune. ციტირების თარიღი: 7 October 2013.
- ↑ Sezer meets Ethiopian ambassador. Hurriyet Daily News. ციტირების თარიღი: 7 October 2013.
- ↑ Ilham Aliyev accepted the credentials of the Ambassador of Ethiopia to Azerbaijan, Mr. Mulatu Teshome. president.az. ციტირების თარიღი: 1 December 2011.
- ↑ „Ethiopia Elects Dr. Mulatu Teshome as president“. Awramba Times. 7 October 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 November 2013. ციტირების თარიღი: 7 October 2013.CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)
- ↑ Teklu, Dagnachew (7 October 2013). „Mulatu Teshome Elected As Ethiopia's New President“. Tadias. ციტირების თარიღი: 7 October 2013.