მულანი (1998 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მულანი“
რეჟისორი ბარი კუკი
ტონი ბენკროფტი
პროდიუსერი პემ კოუტსი
ეფუძნება ჰუა მულანი
ისტორია რობერტ დ. სან საუჩი
როლებში მინგ-ნა ვენი
ედი მერფი
მიგელ ფერერი
ჯორჯ ტაკეი
მუსიკა
მონტაჟი მაიკლ კელი
სტუდია Walt Disney Pictures
Walt Disney Feature Animation Florida
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures
პრემიერა
  • 19 ივნისი, 1998 (1998-06-19)
ხანგრძლივობა 87 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 90 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 304.3 [2]

მულანი (ინგლ. Mulan) — Walt Disney Feature Animation-ის 1998 წლის ანიმაციური ფილმი. მისი დისტრიბუტორი იყო Buena Vista Pictures. ეს არის დისნეის რიგით 36-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. ფილმი ეფუძნება ჰუა მულანის ჩინურ ლეგენდას. ფილმის რეჟისორები არიან ტონი ბენკროფტი და ბარი კუკი, ხოლო სცენარის — რიტა სიაო, ფილიპ ლაზებნიკი, კრის სანდერსი, იუჯინია ბოსტუიკ-ზინგერი და რეიმონდ ზინგერი. ინგლისურ ვერსიაში პერსონაჟებს ახმოვანებენ მინგ-ნა ვენი, ედი მერფი, მიგელ ფერერი და ბ. დ. ვონგი, ხოლო ჩინურში ჯეკი ჩანი ახმოვანებს მეთაურ ლი შანგს. სიუჟეტის მიხედვით, ჩინეთს იმპყრობენ ჰუნები და იმპერატორი საერთო მობილიზაციას აცხადებს - ყოველმა ოჯახმა ჯარს უნდა შესწიროს ერთი მამაკაცი. გოგონა მულანი ფარულად მიდის ჯარში, გადაცმული მამაკაცად. მიუხედავად იმისა, რომ მისი საიდუმლო საჯარო ხდება, სწორედ მულანი თამაშობს გადამწყვეტ როლს მტრის გეგმების ჩაშლაში.

გამოსული დისნეის რენესანსის პერიოდში, მულანი არის პირველი სამი ფილმიდან, რომელიც Disney-MGM Studios-ში, ორლანდოში შეიქმნა. მასზე მუშაობა 1994 წელს დაიწყეს, როდესაც ჩინეთში ჩავიდა რამდენიმე ხელმძღვანელი მხატვარი, რათა მიეღო შთაგონებები. კრიტიკოსებმა და მაყურებლებმა მულანი დადებითად მიიღეს. მისმა შემოსავალმა მსოფლიო მასშტაბით 304 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ფილმს მოუტანა ნომინაციები ოქროს გლობუსზე და ოსკარზე, აგრეთვე რამდენიმე „ენის“ ჯილდო (მათ შორის — საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის კატეგორიაში). 2004 წელს პირდაპირ ვიდეოზე გამოვიდა მისი გაგრძელება, „მულანი II“.

მულანის მხატვრული ფილმის სახით ადაპტირებული ვერსია გამოვიდა 2018 წლის 2 ნოემბერს, აშშ-ში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mulan. The-Numbers. Nash Information Services. ციტირების თარიღი: May 14, 2012.
  2. Box Office Report for Mulan. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: August 11, 2007.