მუზეუმის ცენტრი (ბაქო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუზეუმის ცენტრი (ბაქო)
აზერ. Muzey Mərkəzi
აზერ. Muzey Mərkəzi
40°22′11″ ჩ. გ. 49°50′33″ ა. გ. / 40.3697389° ჩ. გ. 49.8425889° ა. გ. / 40.3697389; 49.8425889
დაარსდა 1955
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
დირექტორი ლიანა ვეზიროვა
ოფიციალური საიტი [museumcenter.az museumcenter.az]
Map

აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მუზეუმის ცენტრი (წარსულში ლენინის სახელობის ცენტრალური მუზეუმის ბაქოს ფილიალი) (აზერ. Azərbaycan Respublikası Mədəniyyət və Turizm Nazirliyinin Muzey Mərkəzi) — შენობა მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბულვართან ახლოს. საგამოფენო დარბაზების საერთო ფართობი 3,700 მ²ა. მუზეუმის სააქტო დარბაზში განკუთვნილია 150 ადგილი და მისი ფართობი 240 მ². მრგვალი დარბაზის ფართობი - 230 მ², სამხატვრო გალერეა - 400 მ² და საგამოფენო დარბაზი - 700 მ².

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954 წლის 4 აგვისტოს სტალინის სახელობის აზერბაიჯანის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა ლენინის სახელობის ცენტრალური მუზეუმის ბაქოს ფილიალი. მუზეუმი 1955 წელს გაიხსნა. 1955 წლიდან 1959 წლამდე მუზეუმის შენობაში იყო ბოლშევიკური ორგანიზაციები. ძველი მუზეუმის შენობაში იყო 15 საგამოფენო დარბაზი. ახალი შენობა 1957 წელს [1][2] ყოფილი პეტროვის პარკის ტერიტორიაზე აშენდა აზერბაიჯანელი არქიტექტორის ჰასან მეჯიდოვის პროექტის მიხედვით, რომელიც ვ. ი. ლენინის 90 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი და 1961 წელს გადაეცა მოსკოვის მუზეუმის ფილიალს ექსპლუატაციაში. მუზეუმში დაცულია 110 000 ექსპონატი, მათ შორის - ლენინის ხელნაწერთა ფოტოასლები. ბაქოს მუზეუმი ასევე ფუნქციონირებდა, როგორც მეცნიერებათა ცენტრი[3].

მარკა ჰასან მეჯიდოვის გამოსახულებით

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, შენობა გადაეცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს და მიეცა სახელოწება მუზეუმის ცენტრი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მუზეუმის ცენტრის დირექტორი ლიანა ვეზიროვაა.

მუზეუმის შენობა შედგება ოთხი სართულისაგან. პირველ სართულზე არის ფოიე და სამუზეუმო კიოსკი; მეორეზე - სააქტო დარბაზი და აზერბაიჯანის მუსიკალური კულტურის სახელმწიფო მუზეუმი; მესამეზე - აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მუზეუმი და ჯ. ჯაბარლის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრის მუზეუმი მუზეუმი; მეოთხე სართულზე არის დირექტორატი, მრგვალი დარბაზი, სამხატვრო გალერეა და საინფორმაციო ცენტრი, ასევე საინფორმაციო კვლევის ცენტრი „რუსეთის მუზეუმის“ ვირტუალური ფილიალი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მუზეუმი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის, საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატების, საფრანგეთის, გერმანიის მუზეუმებთან. 2007 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას „თანამშრომლობა აზერბაიჯანისა და ნორვეგიის მუზეუმებს შორის“.

მუზეუმის ცენტრში იმართება იუნესკოს საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროს, თურქეთის, სემინარების, ცნობილი ადამიანების, პრესკონფერენციების, მემორიალური საღამოების სხვადასხვა სახის ღონისძიებები, კონფერენციები. 2005 წელს მუზეუმის ცენტრში კულტურის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი გაიხსნა და ამ განყოფილების შექმნის მიზანი იყო ახალი კულტურული პროგრამების განვითარება[4].

სამხატვრო გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ცენტრის სამხატვრო გალერეა შედგება ხუთი დარბაზისგან, რომლის ფართობია 400 მ². დაარსების დღიდან გალერეა გამოყენებულია, როგორც საგამოფენო სივრცე. 1961 წელს გალერეაში გაიმართა პირველი გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა პირველი ადამიანის კოსმოსში გაფრენას. მეოცე საუკუნის 80-იან წლებში გალერეაში გაიხსნა კომსომოლის ცენტრალური კომიტეტის მუზეუმი.

2003 წლიდან გალერეაში ჩატარდა გამოფენები, როგორიცაა „დროის ფრთები. „სეზონები“ - „შემოდგომის ფერები“, „გაზაფხული.ქალი.სიყვარული“, „საზაფხულო შთაბეჭდილება“, „ზამთრის ჰარმონია“, გამოფენა „სიყვარულის ცისარტყელა“. გალერეაში ასევე მონაწილეობდნენ შემდეგი გამოფენები: გერმანიის ფოტოგრაფი კლაუს ვიგრატი, ბულგარელი მხატვრის ემილ სტოიჩევის მიერ გამოცემული სოლო გამოფენა, ხუთი ამერიკული გამოფენა, თანამედროვე ამერიკული ფოტოგრაფიის სკოლის წარმომადგენლის თუბა ოზტეკინ კოიმენის ფოტოგამოფენა სახელწოდებით „განათება“[5][6].

მრგვალი დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრგვალი დარბაზის ფართობი 230 მ² და მდებარეობს შენობის გუმბათის ქვეშ. კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს პრეზენტაციები, ოფიციალური მიღება, საზეიმო გახსნა, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კოლეგიები, კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა, აზერბაიჯანელი დიზაინერების ჩვენება, როგორც წესი, ტარდება მრგვალ დარბაზში. დარბაზში ასევე ტარდებოდა დეფილეები[7].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Касим-заде Э. А. Проблемы развития азербайджанской советской архитектуры на современном этапе. — Б.: Азернешр, 1967. — С. 100. — 234 с.
  2. Эфендизаде Р. М. Архитектура Советского Азербайджана. — М.: Стройиздат, 1986. — С. 102. — 319 с.
  3. О Бакинском филиале Центрального Музея В.И.Ленина
  4. Концепция деятельности
  5. Галерея Искусств
  6. MUZEY MƏRKƏZİ VEB-SAYTININ TƏQDİMATI OLMUŞDUR
  7. Круглый зал