მუგუთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუგუთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს ჩრდილოეთით, 7 კმ. მანძილზე, მუგუთად წოდებულ ადგილას. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება.

ძეგლი თარიღდება შუა საუკუნეებით, არის დარბაზული, უაფსიდო. ნაგები იყო ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. დღეს-დღეობით შემორჩენილია ნანგრევების სახით. აღმოსავლეთ კედლის შუაში გაჭრილია სარკმელი, რომლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიშენებული. ეკლესიის დასავლეთით, რამდენიმე მეტრის მანძილზე, ნაგებობის, ნანგრევებია. აქვე შეინიშნება რამდენიმე დიდი ზომის ქვევრის კვალი, რის საფუძველზეც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ მარანი იყო. ძეგლის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]