მუგუდის ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუგუდის ყველაწმინდის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგუდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია (5,4 x 4 მეტრი), ნაგებია ტლანქად დამუშავებული ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია გადახურვა და კედლების საპირე წყობა, მთლიანად დანგრეულია სამხრეთის გვიანდელი სწორკუთხა მინაშენი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. აღმოსავლეთ წირთხლში მოზრდილი საურდულე ხვრელია. უაფსიდო ეკლესიის აღმოსავლეთ კედელში გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც საფეხურებად დამუშავებული ძირი აქვს. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიშენებული. საკურთხევლის კედლები, დარბაზის კედლებს მხრების გარეშე ერთვის. საკურთხევლის სამხრეთ კედელში, ერთიმეორის თავზე, ოცი მცირე სწორკუთხა ნიშია, ჩრდილო კედელში - ერთი ეკლესიის სამხრეთ მინაშენს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია, შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]