მუგუდის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუგუდის კვირაცხოვლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგუდიდან აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე, მინდორზე, მდინარე ხადისწყალის მარჯვენა ნაპირას. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,5 x 4,7 მეტრი), ნაგებია ლოდებით. ძლიერ დაზიანებულია. კედლები შემორჩენილია მხოლოდ 2 მეტრ სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთიდანაა, შიგნით და გარეთ გადახურულია ბრტყლად. გარედან, გადახურვის ქვაზე, ამოკვეთილია ნახევარწრიული ტიმპანი, რომლის შუაში ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. უაფსიდო ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ღერძზე, პარალელურწირთხლებიანი ვიწრო სარკმელია, რომელსაც საფეხურებად დამუშავებული ძირი აქვს. საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]