შინაარსზე გადასვლა

მტრედიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მტრედიო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  ბაზიდიუმიანი სოკოები
რიგი:  Russula
ოჯახი:  Russulaceae
გვარი:  ხრაშუნა სოკოები
სახეობა:  მტრედიო
ლათინური სახელი
Russula aeruginosa
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122090725

მტრედიო (ლათ. Russula aeruginosa) — ქუდიანი სოკო ხრაშუნა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 5-10 სმ აღწევს. თავდაპირველად ამობურცულია, შემდეგ კი ძაბრისებურად ჩაღრმავებული; ზედაპირი წებოვანია, ნაცრისფერ-მომწვანო ან ღია მწვანე. ქუდს ქვედა მხარეს თეთრი ან მოყვითალო ფირფიტები აქვს, ფეხი და რბილობი თეთრია. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში ზაფხულში და შემოდგომით. საჭმელად ვარგა ახალი და დამწნილებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]