მტაცებელი (კომიქსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მტაცებელი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა "The Amazing Spider-Man" #2, 1963 წელი
ავტორ(ებ)ი სტენ ლი
სტივ დიტკო
დახასიათება
ალტერ ეგო ადრიან თუმესი
სახეობა ადამიანი
მოკავშირეები ქვიშის კაცი, მწვანე გობლინი (კომიქსი), დოქტორი ოკტოპუსი, ქამელეონი, კრევინი-მონადირე
მტრები ადამიანი ობობა, თავზეხელაღებული
შესაძლებლობა შეუძლია ჰაერში აფრენა და გარკვეულ ხანს იქ დაყოვნებაც; დიდი ძალა და სისწრაფე; 3000მეტრის სიმაღლეზე შეუძლია 150კმ/სთ სიჩქარით იფრინოს.

მტაცებელი (ადრიან თუმესი; ინგლ. Vulture) — Marvel Comics-ის გამოგონილი სუპერბოროტმოქმედია. ის შექმნეს მწერალმა სტენ ლიმ და მხატვარმა სტივ დიტკომ. პირველად გამოჩნდა კომიქსში The Amazing Spider-Man # 2 (აპრილი 1963 წ.).

პერსონაჟის ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრიან თუმესი დაიბადა ნიუ-იორკში. ის ყოფილი ელექტროტექნიკოსია, ერთი პერიოდი მისი პარტნიორი იყო კაცი სახელად გრეგორი ბესთტმენი; ბესტმენი აგვარებდა ფინანსურ საკითხებს, როდესაც თუმესი თავის გამოგონებებზე მუშაობდა. როდესაც თუმესმა შექმნა საფრენი კოსტიუმი, მაშინვე ბესტმენის კაბინეტს მიაშურა ამ ამბის სათქმელად, პარტნიორი იქ არ დახვდა, სამაგიეროდ ამ სიტუაციის წყალობით ადრიანმა აღმოაჩინა რომ ბესტმენი უკანონოდ ითვისებდა დიდძალ ფულს და ამის გამო არც თავად ჰქონდა საქმე კარგად. გაბრაზებულმა მაშინვე მიატოვა თავისი საქმიანობა და გადაწყვიტა ბედი კრიმინალურ საქმეში ეცადა, რაშიაც მისი გამოგონება დაეხმარა

მტაცებელმა შეიმუშავა კოსტიუმი, თავისი ორიგინალური დიზაინით, რაც მას ფრენის საშუალებას აძლევს, მიმართულებას კი ხელებზე მიმაგრებული ორი ფრთის მეშვეობით აკონტროლებს. კოსტიუმმა ის დიდი ძალით და გაახალგაზრდავების უნარით დააჯილდოვა. მართალია თუმესი საკმაოდ მოხუცია, მაგრამ მაინც კარგ მოჩხუბრად და შეუბრალებელ მკვლელად რჩება.