მსხლისებური გუდაფშუკა
იერსახე
| მსხლისებური გუდაფშუკა | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||
| Lycoperdon pyriforme | |||||||||
| |||||||||
მსხლისებური გუდაფშუკა (ლათ. Lycoperdon pyriforme) — საჭმელი სოკო გუდაფშუკოვანთა ჯგუფისა. ნაყოფსხეული ჟანგისფერი ან ღია ყავისფერია, მისი სიმაღლე 2-5 სმ, დიამეტრი 1,5-3 სმ აღწევს, ფორმით მსხლისებრი ან კვერცხისებრია, ძირისკენ გაწვრილებული. იზრდება დამპალ ხეებზე და მათ ახლოს ჯგუფურად ზაფხულში და შემოდგომით. საჭმელად ვარგა მხოლოდ ნორჩი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 183.