მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსხვილი ძაღლნიორა (ლათ. Ornithogalum magnum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. აქვს ფართოლანცეტა-ხაზური ფოთლები. მოგრძო ხაზური მოყვანილობის, პატარა წვეტით დაბოლოებული, თეთრი და მურაძარღვებიანი ყვავილსაფრის ფოთლები. მრავალყვავილიანი მეჩხერი ყვავილედი, რომელიც ცილინდრულ მტევანს წარმოადგენს. ლანცეტა თანაყვავილები. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-ივლისში. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, შიდა და ქვემო ქართლში, კახეთში; აგრეთვე ცნობილია ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში — დაჩრდილულ ადგილებში, ფოთლოვან ტყეში.[1]