მსხალიჭა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| მსხალიჭა | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Pyrola minor L. | ||||||||||||||
| ||||||||||||||
მსხალიჭა (ლათ. Pyrola minor) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 5-15 (20) სმ სიმაღლისაა. ფოთლები ფესვთანურია, ფართო, მკვრივი, ელიფსური ფორმის, კიდეებზე დაშორიშორებულკბილა. ყვავილედი მჭირდო მტევანია, გვირგვინი თითქმის სფეროს ფორმისაა, თავდახრილი. ფურცლები თეთრია ან ვარდისფერი. იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტყეებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე აზიას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყვავილი
- ფოთლები
- ილუსტრაცია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები[მკვდარი ბმული], თბ., 2018, გვ. 322.