მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში
მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში — საერთაშორისო შეჯიბრება ძიუდოში. სპორტის ამ სახეობაში არის უმაღლესი რანგის ტურნირი ოლიმპიურ თამაშებთან ერთად. ჩემპიონატი იმართება ყოველწლიურად (გარდა იმ წლებისა, როდესაც ტარდება ოლიმპიადა) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ და კვალიფიციური ძიუდოისტები ასპარეზობენ თავიანთ კატეგორიებში, როგორც თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლები. გუნდური შეჯიბრებები 1994 წლიდან იმართება. ჩემპიონატი მამაკაცებს შორის დაიწყო 1956 წელს, თუმცა ტურნირის ფორმატი და პერიოდულობა დროთა განმავლობაში იცვლებოდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძიუდოს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1956 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ჩატარდა. ამ პერიოდში წონითი კატეგორიები არ არსებობდა და იაპონელი ძიუდოისტი შოკიჩი ნაცუი გახდა პირველი მსოფლიო ჩემპიონი ისტორიაში. მან ფინალში თანამემამულე იოშიჰიკო იოშიმაცუ დაამარცხა. მორიგი მსოფლიო ჩემპიონატი ასევე ტოკიოში, ორი წლის შემდეგ გაიმართა, სადაც შეჯიბრების ფინალში კვლავ იაპონელები გავიდნენ. 1961 წელს ჩემპიონატი პირველად ჩატარდა იაპონიის გარეთ, კერძოდ კი პარიზში, სადაც ჰოლანდიელმა ძიუდოისტმა ანტონ გეისინკმა დაამარცხა წინა მსოფლიო ჩემპიონი კოჯი სონე და გახდა პირველი არაიაპონელი მსოფლიო ჩემპიონი.
1965 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა რიო-დე-ჟანეიროში და პირველად შემოიღეს წონითი კატეგორიები: −68 კგ, −80 კგ და +80 კგ. ძიუდო გახდა ოლიმპიური სპორტი 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც გაიმართა ტოკიოში. ტურნირი არ ჩატარებულა 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ხოლო 1972 წლიდან მუდმივი ოლიმპიური სპორტია.
1980 წლიდან ტარდება ტურნირი ქალებს შორის. პირველი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ნიუ-იორკში 1980 წელს. 1987 წლამდე მამაკაცთა და ქალთა მსოფლიო ჩემპიონატები ცალ-ცალკე ტარდებოდა. შერეული ჩემპიონატები 1987 წლიდან იმართება. 2005 წელს კაიროში, მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტი შედგა აფრიკის კონტინენტზე.
მედლების ცხრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განახლებულია 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ
ადგილი | ქვეყანა | ოქრო | ვერცხლი | ბრინჯაო | სულ |
---|---|---|---|---|---|
1 | ![]() | 180 | 110 | 127 | 417 |
2 | ![]() | 64 | 46 | 89 | 199 |
3 | ![]() | 31 | 11 | 69 | 111 |
4 | ![]() | 21 | 25 | 41 | 87 |
5 | ![]() | 21 | 14 | 22 | 57 |
6 | ![]() | 17 | 22 | 56 | 95 |
7 | ![]() | 16 | 19 | 33 | 68 |
8 | ![]() | 13 | 14 | 29 | 56 |
9 | ![]() | 11 | 13 | 33 | 57 |
10 | ![]() | 9 | 19 | 38 | 66 |
11 | ![]() | 9 | 17 | 21 | 47 |
12 | ![]() | 9 | 15 | 35 | 59 |
13 | ![]() | 8 | 20 | 44 | 72 |
14 | ![]() | 6 | 12 | 24 | 42 |
15 | ![]() | 6 | 5 | 25 | 36 |
16 | ![]() | 6 | 5 | 23 | 34 |
17 | ![]() | 5 | 10 | 14 | 29 |
18 | ![]() | 5 | 7 | 11 | 23 |
19 | ![]() | 5 | 5 | 8 | 18 |
20 | ![]() | 4 | 8 | 17 | 29 |
21 | ![]() | 4 | 2 | 11 | 17 |
22 | ![]() | 3 | 6 | 17 | 26 |
23 | ![]() | 3 | 6 | 11 | 20 |
24 | ![]() | 3 | 4 | 11 | 18 |
25 | ![]() | 3 | 4 | 8 | 15 |
26 | ![]() | 3 | 3 | 14 | 20 |
27 | ![]() | 3 | 2 | 2 | 7 |
28 | ![]() | 3 | 0 | 5 | 8 |
29 | ![]() | 3 | 0 | 3 | 6 |
30 | ![]() | 2 | 10 | 25 | 37 |
31 | ![]() | 2 | 7 | 17 | 26 |
32 | ![]() | 2 | 5 | 8 | 15 |
33 | ![]() | 2 | 5 | 7 | 14 |
34 | ![]() | 2 | 2 | 1 | 5 |
35 | ![]() | 2 | 1 | 3 | 6 |
– | ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები | 2 | 1 | 2 | 5 |
36 | ![]() | 2 | 1 | 1 | 4 |
37 | ![]() | 1 | 6 | 8 | 15 |
38 | ![]() | 1 | 2 | 4 | 7 |
39 | ![]() | 1 | 2 | 2 | 5 |
40 | ![]() | 1 | 1 | 1 | 3 |
41 | ![]() | 1 | 0 | 6 | 7 |
42 | ![]() | 1 | 0 | 4 | 5 |
43 | ![]() | 1 | 0 | 2 | 3 |
44 | ![]() | 1 | 0 | 0 | 1 |
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია | 1 | 0 | 0 | 1 | |
46 | ![]() | 0 | 4 | 10 | 14 |
47 | ![]() | 0 | 4 | 9 | 13 |
48 | ![]() | 0 | 3 | 3 | 6 |
49 | ![]() | 0 | 3 | 1 | 4 |
50 | ![]() | 0 | 2 | 7 | 9 |
51 | ![]() | 0 | 2 | 3 | 5 |
![]() | 0 | 2 | 3 | 5 | |
53 | ![]() | 0 | 2 | 2 | 4 |
54 | ![]() | 0 | 1 | 4 | 5 |
55 | ![]() | 0 | 1 | 3 | 4 |
56 | ![]() | 0 | 1 | 2 | 3 |
57 | ![]() | 0 | 1 | 1 | 2 |
![]() | 0 | 1 | 1 | 2 | |
![]() | 0 | 1 | 1 | 2 | |
![]() | 0 | 1 | 1 | 2 | |
61 | ![]() | 0 | 1 | 0 | 1 |
62 | ![]() | 0 | 0 | 2 | 2 |
![]() | 0 | 0 | 2 | 2 | |
![]() | 0 | 0 | 2 | 2 | |
65 | ![]() | 0 | 0 | 1 | 1 |
![]() | 0 | 0 | 1 | 1 | |
![]() | 0 | 0 | 1 | 1 | |
![]() | 0 | 0 | 1 | 1 | |
![]() | 0 | 0 | 1 | 1 | |
![]() | 0 | 0 | 1 | 1 | |
![]() | 0 | 0 | 1 | 1 | |
სულ (71 ქვეყანა) | 499 | 497 | 996 | 1992 |